ალბათ ყველას გსმენიათ ამ სექტის შესახებ. ზოგმა იცის ვინ არიან, ზოგმა არა. ზოგი ისე ცემს მათ საერთოდ არ იციან რას ქადაგებენ. ზოგმა იცის და მაინც დაზდევს მათ საცემად და ა.შ : )
ვისთან არ დაუკაკუნებიათ მათ კარზე რვეულებით ხელში, მაგრამ “ჭეშმარიტ ღმერთზე” საუბარი დიდ ხანს ძალიან იშვიათად გრძელდება. ყველაზე ცნობილი საქართველოში ისინი ალბათ “მამა” ბასილის დროს იყვნენ, როცა რკინებით შეიარაღებული “მრევლი” დასდევდა მათ საცემად. ამ პოსტში დავწერ მათ ისტორიას და ასევე პატარა ნაწილს სწავლებიდან რათა შეგექმნათ წარმოდგენა თუ ვინ არიან ისინი.
ისტორია – იეჰოვას მოწმეების ისტორია 1872 წელს ჩარლს რასელიდან იწყება. რასელი დაიბადა 1852 წლის 16 თებერვალს. მას არ ჯეროდა ჯოჯოხეთის შესახებ და ქრისტიოანობის შესწავლის შემდეგ იგი დარწმუნებული იყო ჯოჯოხეთის არარსებობის შესახებ. მან უარყო სულიწმინდა და ასევე ქრისტე როგორც ღმერთი. 18 წლის ასაკში მან შექმნა ბიბლიის სწავლების კლასები პენსილვანიაში. 1879 წელს მან გადაწყვიტა ფართოთ გაევრცელებინა თავისი მოძღვრება.
მან გადააკეთა ერთ ერთი დილის გაზეთის გამომცემლობა და თავის გაზეთს დაარქვა “The Watchtower Announcing Jehovah’s Kingdom”. ამ გაზეთის პირველი გამოცემა მხოლოდ 6 ათასი ეგზემპლიარი იყო. დღეს კი ბრუკლინში (ნიუ იორკი) იეჰოვას მოწმეები დღეში 100 000 ზე მეტ ბუკლეტს და 800 000 ზე მეტ გაზეთს გამოცემენ ..
რასელი აცხადებდა რომ ბიბლია ადამიანებისთვის მხოლოდ მისი განმარტებით იყო გასაგები. იგი თავის გაზეთში ბეჭდავდა თავის მოძღვრებას.
რასელი 1916 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისურელმა ადვოკატმა სახელად ჯოზეფ რუზერფორდი, გადაწყვიტა სათავეში ჩადგმოდა გაზეთის გამომცემლობას რომელიც იმ დროისთვის “ბიბლიის სტუდენტების ასოციაციით” იყო ცნობილი. 1931 წელს მან შეცვალა ორგანიზაციის სახელი და დაარქვა “იეჰოვას მოწმეები”.
რუზერფორდის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ნეითან ნორი მოვიდა. ნორის შემდეგ კი ფრედერიკ ფრანსი. იეღოვას მოწმეები კვირაში რამდენიმე პატარა წიგნს უშვებენ. მათ მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი წევრი ყავთ.
რას ასწავლიან ისინი?
1. ღმერთს აქვს მრავალი ტიტული, მაგრამ სახელი მხოლოდ ერთი აქვს. ეს სახელი არის იეჰოვა.
2. იეჰოვას აქვს სხეული, მაგრამ ჩვენი სხეულებისგან განსხვავებული. ბიბლია ამბობს: „ღმერთი არის სული“ (იოანე 4:24). სული წარმოადგენს სიცოცხლის ფორმას, რომელიც ჩვენი სიცოცხლის ფორმას ბევრად აღემატება. ადამიანს არასდროს უნახავს ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ზეცაში მკვიდრობს მას ყველაფრის დანახვა შეუძლია (ფსალმუნი 10:4, 5; იოანე 1:18). მაგრამ, რა არის სულიწმიდა? ის არ არის პიროვნება, როგორც ღმერთი. პირიქით, ის ღმერთის მოქმედი ძალაა (ფსალმუნი 103:30).
3. სიტყვა „ეშმაკი“ ახასიათებს პიროვნებას, რომელიც ბოროტად ცრუობს სხვა პიროვნების შესახებ. „სატანა“ ნიშნავს მტერს ან მოწინააღმდეგეს. ეს წოდებები მიეცა ღმერთის მთავარ მტერს. თავდაპირველად ის სრულყოფილი ანგელოზი იყო და ზეცაში ღმერთთან ცხოვრობდა. მაგრამ მოგვიანებით მას დიდი წარმოდგენა შეექმნა საკუთარ თავზე და ისურვა თაყვანისცემა, რომელიც სამართლიანად ღმერთს ეკუთვნის.
4 დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში ცხოვრობდა, როგორც სულიერი პიროვნება. ის იყო ღმერთის პირველი ქმნილება და ამიტომ მას ღმერთის „პირმშო“ ეწოდება (კოლასელთა 1:15; გამოცხადება 3:14). იესო არის ერთადერთი ძე, რომელიც თვით ღმერთმა შექმნა. ზეცაში და დედამიწაზე სხვა ქმნილებების შესაქმნელად იეჰოვამ განკაცებამდე მცხოვრები იესო ‘ოსტატად’ გამოიყენა (იგავნი 8:22–31; კოლასელთა 1:16, 17). აგრეთვე ის ღმერთის მთავარ წარმომადგენლად მსახურობდა. სწორედ ამიტომ ეწოდება იესოს „სიტყვა“ (იოანე 1:1–3; გამოცხადება 19:13).
და ა.შ
როცა პატარა ვიყავი, ამ ხალხს ყოველთვის სატანისტებთან და ბოროტ ადამიანებთან ვაკავშირებდი =) ეხლა კი ვხვდები რო ისინი უბრალოდ რელიგიური უმცირესობაა როგორც პურიტანები, ქუაქერები და ა.შ უბრალოდ არ მესმის რატო დაზდევდნენ ამ ხალხს













![[file.gadzove.com]House.M.D.s06e11.HDTVRip.Rus.avi_002522811 [file.gadzove.com]House.M.D.s06e11.HDTVRip.Rus.avi_002522811](http://www.gegepage.com/wp-content/uploads/2010/01/file.gadzove.comHouse.M.D.s06e11.HDTVRip.Rus_.avi_002522811.jpg)


