Archive > January 2010

ჯერომ სელინჯერი გარდაიცვალა

ჯერომ სელინჯერი, ავტორი ცნობილი ნოველის “თამაში ჭვავის ყანაში” (The Catcher in the Rye) ოთხშაბათ, 91 წლის ასაკში, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. სელინჯერი ჩემი საყვარელი მწერალი იყო : ( იგი ცნობილი იყო თავისი “ჩაკეტილი” ხასიათით და სიცოცხლის ბოლომდე ასაიდუმლოებდა თავის უმეტეს ნამუშევრებს…ვინ იცის იქნებ ქეჩერის გაგრძელებაც აქვს დაწერილი ..
სელინჯერი სამჯერ იყო დაქორწინებული და მისი მეორე ცოლისგან [...]

Continue reading

, ,

The Simpsons

სიმსონები – ეს არის ანიმაციური სერიალი რომელსაც ბავშვობიდან ვუყურებ, ძალიან მიყვარს და არასდროს მბეზრდება (400 მდე ეპიზოდის ყურების შემდეგაც კი) საქართველოში ძალიან ბევრისგან გამიგია რომ ვერ უგებენ და არ უყვართ, მაგრამ არის ხალხი ვინც სიამოვნებით უყურებს : )
სიმსონები მეთ გრონინგმა შექმნა Fox ისთვის. ეს არის საშუალო კლასის ოჯახის სატირული პაროდია. სერიალში ნაჩვენებია [...]

Continue reading

, , , , , , , , ,

ნაციზმი და ოკულტიზმი – დასაწყისი

ჰიტლერის მსოფლიოს დაპყრობის და ერთი “სუფთა სისხლის” ერის შექმნის გეგმებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. ამ პოსტში მინდა დავწერო იმის შესახებ თუ როგორ გარდაიქმნა ოკულტური ორდენი ნაცისტურ პარტიად და თუ როგორ იყენებდა ჰიტლერი ოკულტიზმს ომის მოგებისთვის. მესამე რაიხის ხსენებისას ალბათ წარმოიდგენთ ომს, სისხლს, საკონცენტრაციო ბანაკებს და ა.შ. თუმცა ბევრს არც კი ახსენდება სიტყვა ოკულტიზმი.
ნაციზმის პირველი ფესვები [...]

Continue reading

, , , , , , , , , ,

Sherlock House

არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის წაკითხვის შემდეგ ჰოლმსი ყოველთვის დინჯ ჯენტლმენად წარმომედგინა. ცოტა ხნის წინ ვუყურე გაი რიჩის მიერ გადაღებულ ფილმს ჰოლმსზე, სადაც შერლოკის როლს რობერტ დაუნი თამაშობს. ფილმში შერლოკ ჰოლმსი განსხვავებული ტიპია, მოუწესრიგებელი და არც ისე ჯენტლმენი. ფილმის ყურებისას ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს TV შოუ ჰაუსის მორიგ ეპიზოდს ვუყურებდი ოღონთ ჰაუსი ამ ჯერად [...]

Continue reading

, , , , , ,

რუნები – მნიშვნელობა

როგორც უკვე წინა პოსტში ავღნიშნე, რუნულ ანბანს რამდენიმე ვერსია აქვს. ყოველ რუნას აქვს თავისი სახელი, მოყვანილობა, ესოთერული მნიშვნელობა და მაგიური გამოყენება.
რუნები დაყოფილია სამ ნაწილად (ჯგუფში 8 რუნა). დღეს დავწერ პირველ 8 რუნას მნიშვნელობას.
რუნებით მკითხაობა არ არის მომავალში ჩახედვა. რუნები “მუშაობენ” ადამიანის ქვეცნობიერთან ერთად. თითოეულ რუნას აქვს რამდენიმე მნიშვნელობა და დამოკიდებულია ადამიანზე. ისინი გეხმარებიან [...]

Continue reading

, , , , , ,

ლუციდური სიზმრები

ლუციდური ძილი ან გაცნობიერებული ძილი, არის სიზმარი სადაც მძინარე ადამიანი აცნობიერებს რომ ძინავს. იგი ხდება სიზმრის რეჟისორი.მას შეუძლია იფრინოს, შეიტანოს სიზმარში ის რაც სურს და ა.შ
ჩვეულებრივ ლუციდური სიზმრები იწყება სიზმრის შუაში როცა მძინარე ადამიანი აღმოაჩენს რომ მოვლენები რომელიც მის ირგვლივ ხდება არ არის რეალობა და მას ძინავს.
ხშირად ეს აღმოჩენა ხდება რეალობისთვის უჩვეულოს დანახვით. [...]

Continue reading

, , , , , , ,

რუნები – სახეობები

სანამ რუნების  გამოყენებას დაიწყებთ, კარგად უნდა იცნობდეთ. ამ პოსტში არ არის განხილული რუნების მისტიკურ მნიშვნელობა. გადაიკითხეთ და შეიქმენით ზოგადი წარმოდგენა რუნების სახეობებზე. რუნები გავრცელებული იყო სხვადასხვა ტომებში, ამიტომაც დროთა განმალობაში სხვადასხვა ქვეყნებში სახეცვლილება განიცადა.
ადრეული Futhark
ეს არის რუნული დამწერლობის უძველესი ვერსია. გავრცელებული იყო გერმანულ და სკანდინავიურ ტომებში. ანბანის სხვა ფორმები ჩამოყალიბდა ადრეული Futhark იდან.

გოთური რუნები
გოთური, “მკვდარი” [...]

Continue reading

, , , , , , , , ,

რუნები – Intro

მინდა ცოტა რამ დავწერო რუნების შესახებ. თვითონ რუნები ძალიან დიდი თემაა ამიტომ რამდენიმე ნაწილად დავყოფ და ნელ ნელა დავწერ. (როგორც სკანდინავიურ მითოლოგიას)
რუნები არის უძველესი გერმანული ანბანი რომელიც გამოიყენება დამწერლობისთვის, მკითხაობისთვის და მაგიისთვის. რუნები გამოიყენებოდა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიაში,ბრიტანულ კუნძულებზე და ისლანდიაში ქრისტეშობამდე დაახლოებით 100 წლიდან ქრისტეშობიდან 1600 წლამდე. რუნული დამწერლობა ასევე აღმოჩენილია ჩრდილოეთ ამერიკაში რაც [...]

Continue reading

, , , , , , , , ,

ჰაიტი და რელიგია

იცით ალბათ ჰაიტიზე მომხდარი მიწიძვრის შესახებ რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოხდა.. დაიღუპა ათასობით ადამიანი. ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ჰაიტი პატარა და ძალიან ღარიბი სახელმწიფოა რომელიც კარიბის ზღვაში მდებარეობს. ჰაიტიში მოსახლეობის 95% შავკანიანია. დანარჩენი 5% კი მულატი ან თეთრი. მოსახლეობა 10 მილიონზე ოდნავ მეტია.
რაც შეეხება რელიგიას.. ჰაიტი ქრისტიანული სახელმწიფოა. მოსახლეობის 80% კათოლიკეა, 16% პროტესტანტი, მაგრამ ჰაიტის [...]

Continue reading

, , , , , ,

სკანდინავიური მითოლოგია

ინტერნეტ სივრცეშე ვერსაც შეხვდებით ნორვეგიულ მითოლოგიას ქართულად, რაც ძალიან სამწუხაროა. დაინტერესებულ ქართველებს ინგლისურად უწევთ წაკითხვა. ზოგისთვის ინგლისური პრობლემას წარმოადგენს,ზოგსაც ეზარება და ა.შ. გადავწყვიტე ცოტა რამ დამეწერა ნორვეგიული მითოლოგიის შესახებ. ნუ რა თქმა უნდა მითოლოგია დიდია და ერთ პოსტში ვერ ჩავატევ (ძალიან დიდი გამოვა : ) ) შევეცდები დავყო და ნელ ნელა გადმოვთარგმნო.
სამყაროს შექმნა – [...]

Continue reading

, , , , , ,

prev posts