ერთი საინტერესო საიტის შესახებ მინდა გიამბოთ. Beterz.Com არის ონლაინ ტოტალიზატორი სადაც თამაშობთ სრულიად უფასოდ. თანხის მაგივრათ თამაშზე დებთ ქულებით. დარეგისტრირების შემდეგ თქვენ დასაწყისისთვის გექნებათ 10 000 ქულა. მოგების და ქულების დაგროვების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ქულები პრიზებზე გადაცვალოთ.
საიტზე ფსონის გაკეთება შეგიძლიათ ფეხბურთზე, ჰოკეიზე, ჩოგბურთზე, კალათბურთზე, კრიკეტზე და ა.შ. თავიდანვე წაგებით დაწყების შემთხვევაში, ანუ თუ ბედი არ გაქვთ : ), რამოდენიმე საათში ავტომატურად დაგერიცხებათ ქულები და თქვენი ბალანსი 10 000 ქულას დაუბრუნდება.
შეგიძლიათ მოიგოთ Playstation 3, PSP, Ipod Nano 8GB, Digital Camera, Amazon.Com ის 40 ევროიანი ან 70 დოლარიანი ბარათი და ა.შ. მაგრამ რა თქმა უნდა საიტს არ სურს დღეში 50 PSP და 70 Ipod ნანო დააგზავნოს სხვადასხვა ქვეყნებში. ერთი თანხის რამოდენიმე თამაშზე დადების უფლება ანუ კოეფიციენტები ერთმანეთზე არ მრავლდება.
საიტს აქვს რეფერალების ფუნქცია. თითოეულ დარეგისტრირებულ რეფერალზე თქვენ დაგერიცხებათ 5 000 ქულა.
რეფერალ ლინკს არ ვდებ პოსტში. ჩემმა ბედმა ბეთერზს ბოიკოტი გამოუცხადა (ამჯერად ჩემი ბალანსი არის 0 ქულა .. იმედია მალე შემივსებენ 10 000 მდე : ) ასე რომ აზრი აქვს .. : (
P.S იმდენი არ მოიგოთ რომ საქართველო დაბლოკონ


11/01/2010 at 8:02 am Permalink
მიყვარს ტოტალიზატორი და ასეთი თამაშები, დავრეგისტრირდები.
პ.ს. მომეწონა ბლოგი, ბლოგროლზე მოვძებნი და დავიმატებ ფავორიტებში :-.)
11/01/2010 at 4:09 pm Permalink
@ მბლოგავი
Thanks : )