ჰაიტი და რელიგია

იცით ალბათ ჰაიტიზე მომხდარი მიწიძვრის შესახებ რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოხდა.. დაიღუპა ათასობით ადამიანი. ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ჰაიტი პატარა და ძალიან ღარიბი სახელმწიფოა რომელიც კარიბის ზღვაში მდებარეობს. ჰაიტიში მოსახლეობის 95% შავკანიანია. დანარჩენი 5% კი მულატი ან თეთრი. მოსახლეობა 10 მილიონზე ოდნავ მეტია.

რაც შეეხება რელიგიას.. ჰაიტი ქრისტიანული სახელმწიფოა. მოსახლეობის 80% კათოლიკეა, 16% პროტესტანტი, მაგრამ ჰაიტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვუდუს პრაქტიკებს მისდევს.


მოგეხსენებათ რომ ვუდუ ქრისტიანული ეკლესიითვის მიუღებელია. ვიდეოზე ჩანს რომ რიტუალები სახალხოდ იმართება. ანუ ვუდუს დიდი ადგილი უჭირავს ჰაიტელ ხალხში.

თბილისის ფორუმზე გაიხსნა თემა “სად იყო ღმერთი ჰაიტიზე მიწისძვრის დროს?“. მართაც გაუჩნდება ადამიანს ასეთი კითხვა როცა ამდენი ადამიანის დაღუპვის ამბავს გაიგებს.

ნუთუ ღმერთმა დასაჯა ჰაიტელები მათი ცოდვების გამო? ან ასე თუ არაა რატომ დაუშვა 250 000 ადამიანის დაღუპვა?

უბრალოდ ერთ აზრამდე მივედი : ) ღმერთი არ ერევა ადამიანის საქმეებში. ჰაიტი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ინგლისურად  Transform Plate Boundary ქვია (ქართულად სამწუხაროდ არ მახსოვს). ამიტომ არ არის გასაკვირი მიწისძვრები კარიბის ზღვაში.

Trackback URL

, , , , , ,

4 Comments on "ჰაიტი და რელიგია"

  1. Sophie Golden
    18/01/2010 at 12:45 pm Permalink

    საინტერესოა, ეს ხალხი ღმერთს მხოლოდ მაშინ რატომ იხსენებენ, როცა ცუდი რაღაც ხდება???
    ზოგ-ზოგიერთი რომ მილიონებს იჯიბავს, მაშინ იფიქრონ, სად არისო.
    Holy crap!

  2. Dav1D
    18/01/2010 at 2:02 pm Permalink

    ცუდის დანახვა უფრო ადვილია ვიდრე კარგის : )

    მაგრამ მილიონების მოპარვა და 250 000 ადამიანის დაღუპვა სხვადასხვა რამეა.

    როცა მილიონებს იპარავენ და ხალხი შიმშლით კვდება, ეგ ადამიანების ბრალია და როცა ბუნებრივი კატაკლიზმებით იღუპება ხალხი მაშინ ადამიანს ვერ დააბრალებენ..

  3. kate_alukard
    18/01/2010 at 11:54 pm Permalink

    გასაგებია რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა მაგრამ რასაც ვთესავთ იმასვე ვიმკით.

  4. Dav1D
    19/01/2010 at 3:03 am Permalink

    ხო.. სამწუხაროდ : (

Hi Stranger, leave a comment:

ALLOWED XHTML TAGS:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Subscribe to Comments