ნაციზმი და ოკულტიზმი – დასაწყისი

26197_f260 ჰიტლერის მსოფლიოს დაპყრობის და ერთი “სუფთა სისხლის” ერის შექმნის გეგმებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. ამ პოსტში მინდა დავწერო იმის შესახებ თუ როგორ გარდაიქმნა ოკულტური ორდენი ნაცისტურ პარტიად და თუ როგორ იყენებდა ჰიტლერი ოკულტიზმს ომის მოგებისთვის. მესამე რაიხის ხსენებისას ალბათ წარმოიდგენთ ომს, სისხლს, საკონცენტრაციო ბანაკებს და ა.შ. თუმცა ბევრს არც კი ახსენდება სიტყვა ოკულტიზმი.

ნაციზმის პირველი ფესვები გვხვდება 1900 წელს როდესაც იორგ ლანს ვონ ლიბენფელსმა დაარსა “ახალი ტამპლიერების ორდენი”. ლანსის ტამპლიერებმა მათ ნიშნად სვასტიკა აირჩიეს და ისინი დაინტერესებულები იყვნენ ასტროლოგიით, ჰომეოპათიით და ა.შ.

1908 წელს ლანსის მასწავლებელმა გუიდო ვონ ლისტმა დაარსა ორგანიზაცია სახელად არმანენი. ლისტი იყო პირველი პოპულარული მწერალი რომელმაც გერმანული ნაციონალური მოძრაობის, ვოლკისჩის იდეოლოგიას ოკულტიზმი შეუხამა. იგი თავის თავს თვლიდა ანტიკური გერმანული ქურუმის და ბრძენის, არმანენის წარმომადგენლად, რომლის სიმბოლოც სვატიკა იყო. ლისტმა სვასტიკა თავისი ორგანიზაციის სიმბოლოდ აქცია.
არმანენის წევრი იყო ვენის მერი, კარლ ლუეგერი. იგი ლისტისგან რუნულ ოკულტიზმს სწავლობდა. 1912 წელს ახალი ტამპლიერების ორდენი შეუერთდაარმანენს და ჩამოაყალიბებს გერმანიის ორდენი.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიის ორდენი გაერთიანდა სხვა ოკულტურ საზოგადოებასთან სახელად “თულე”. თულეს სიმბოლო მომრგვალებული სვასტიკა იყო.
ოკულტიზმის სწავლებასთან ერთად თულეს მთავარი მიზნები ანტი სემიტური ორგანიზაციების ომში ჩართვა იყო. 1919 წლის 18 იანვარს შეიქმნა ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია.

1919 წლის 16 ოქტომბერს ადოლფ ჰიტლერმა გამართა მისი პირველი პარტიის სახალხო შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ჰიტლერის ორატორული ნიჭის შესახებ სწრაფად გავრცელდა ხმები და პარტიასაც მოედო. 1920 წელს კი ჰიტლერი სათავეში ჩაუდგა პარტიას. მან გადაწყვიტა შეეცვალა პარტიის სახელი და გადააკეთა “ნაციონალ-სოციალისტებად”, რომლის მოკლე სახელია “ნაცისტები.”

1920 წლის 20 მაისს ჰიტლერის პარტიამ წარადგინა მათი პირველი დროშა, რომელზეც გამოსახული იყო სვასტიკა თეთრ წრეში. ტრანსფორმაცია ოკულტური ორგანიზაციიდან ნაცისტურ პარტიად დასრულებული იყო.

ნაცისტურ პარტიაში ბევრი თულეს წევრი იყო: ნსგმპ ს დამაარსებელი ანტონ დრექსლერი, პუბლიკაციის რედაქტორი მაქს ამანი, კარლ ფიეჰლერი, რუდოლფ ჰესი (რომელიც ჰიტლერთან ერთად იჯდა ციხეში და ეხმარებოდა დაეწერა Mein Kampf), ნაცისტური პარტიის თავმჯდომარე ალფრედ როსენბერგი და თავად ადოლფ ჰიტლერი.
აი ასე მოვიდა ოკულტური ორგანიზაციის წევრები გერმანიის მთავრობაში. ადოლფ ჰიტლერმა კი თავისი ორატორული ნიჭის წყალობით ადვილად მოიპოვა ლიდერობა. შემდეგი პოსტი იქნება იმ რიტუალების შესახებ რომელსაც ჰიტლერი ნაცისტური პარტიის მთავრობაში მოსვლიდან მემორე მსოფლიო ომამდე ატარებდა.

Trackback URL

, , , , , , , , , ,

11 Comments on "ნაციზმი და ოკულტიზმი – დასაწყისი"

  1. Yob
    23/01/2010 at 2:46 am Permalink

    ძალიან საინტერესო პოსტია… და კარგი იქნება თუ გაარგრძელებ ამ ისტორიას… ისე, კაცმა რომ თქვას “Mein Kampf” დიდი არაფერი წიგნი არ არის…

    საინტერესოა ჰიტლერის სასამართლო პროცესი, რომელზეც მან თავი დამნაშავედ ცნო..

    მოკლედ, საინტერესო პოსტია….

  2. beduin
    23/01/2010 at 4:51 am Permalink

    gaumarjos magari postia bazari araa, daje isic magaria ro hitleri graals edzebda heh, dzmao shegidlia mitxara rame cignebi chakaishze pinochetze da frankoze qartulad, ravi an masalebi gtxov momcere mailze, cinascar madloba

  3. beduin
    23/01/2010 at 4:51 am Permalink
  4. Yob
    23/01/2010 at 7:05 am Permalink

    ჰმ.. მე არაფერი მეგულება ეგეთი.. არც მომიკრავს ინტერნეტში რამე წიგნისთვის თვალი (ქართულად)…
    ვიკიპედიაზე იქნებ ნახო , მაგრამ მშრალი მასალა იქნება….

  5. Dav1D
    23/01/2010 at 8:15 am Permalink

    კი გავაგრძელებ აუცილებლად. არ მინდოდა მთლად უსაშველოდ დიდი გამოსულიყო პოსტი

    @beduin

    ქართული ონლაინ წიგნები ძალიან იშვიათობაა. არის რამდენიმე წიგნი ამ დიქტატორებზე და შეიძლება ისე იყიდო სადმე.
    შემიძლია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი ვიპოვო და ლინკი მოგცე ..

    ხო რაც შეეხება გრაალს .. მართლა საინტერესოა ეგ :D და კიდე ბერლინის ცენტრში 13 გმირის მსხვერპლ შეწირვა და ა.შ. შემდეგ პოსტში დავწერ მაგაზე

  6. kate_alukard
    23/01/2010 at 3:06 pm Permalink

    მმმ… როგორ მიხარია ესეთი პოსტები :) ))) ისიც მიხარია ცრემლებზე და მთვარეზე რომ არ წერ :D ტაკ დერჟაც!

  7. beduin
    23/01/2010 at 3:22 pm Permalink

    აუ თუ შეძლებ მომე ლინკები, დიდი მადლობა რა გაიხარეთ

  8. Dav1D
    23/01/2010 at 3:57 pm Permalink
  9. გაიხარე

  10. bluekittie
    14/04/2010 at 5:42 am Permalink

    ეს თემა ვისაც აინტერესებს, Occult History of the Third Reich უნდა ნახოს…
    მომწონს პოსტი :)

  11. Dav1D
    25/04/2010 at 12:05 pm Permalink

    the occult conspiracy იც საინტერესო ფილმია : )

Hi Stranger, leave a comment:

ALLOWED XHTML TAGS:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Subscribe to Comments