სიმსონები – ეს არის ანიმაციური სერიალი რომელსაც ბავშვობიდან ვუყურებ, ძალიან მიყვარს და არასდროს მბეზრდება (400 მდე ეპიზოდის ყურების შემდეგაც კი) საქართველოში ძალიან ბევრისგან გამიგია რომ ვერ უგებენ და არ უყვართ, მაგრამ არის ხალხი ვინც სიამოვნებით უყურებს : )
სიმსონები მეთ გრონინგმა შექმნა Fox ისთვის. ეს არის საშუალო კლასის ოჯახის სატირული პაროდია. სერიალში ნაჩვენებია ყოველ დღიური ამერიკული ცხოვრება. სერიალის გმირებს ჰომერს, მარჯს, ბარტს, ლიზას და მეგის ყველა კარგად იცნობს : ) ისინი მოგონილ ქალაქ სპრინგფილდში ცხოვრობენ.
ფაქტები სიმსონების შესახებ:
- ბარტს თავზე 9 “წაწვეტებული თმის ღერი” აქვს
- ჰომერი და მარჯი 40 წლამდე არიან. ბარტი 10 წლისაა. ლიზა კი 8 ის. მეგის ასაკი უცნობია.
- მეგის სოსკის “წოვის” ხმას მეთ გრონინგი ახმოვანებს ![]()
- თავიდან გადაწყვეტილი იყო რომ სიმსონები მთიანად ბარტის შესახებ იქნებოდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს.
- ბარტის ნამდვილი სახელი ბართოლომეო ჯოჯო სიმსონია.
- 2000 წლის 14 იანვარს სიმსონებს “Walk of Fame” ზე საკუთარი ვარსკლავი გაუჩნდათ.
- 2008 წლიდან სიმსონების მთავარი გამხმოვანებლები ერთ ეპიზოდში 400 000 დოლარს იღებენ.
- სიმსონები ითარგმნა მრავალ ენაზე. არაბულ ვერსიაში ჰომერი ლუდის მაგივრად გაზიან გამაგრილებელ სასმელს სვამს ..
ჩემი ფავორიტი Quote – “D’oh” © Homer



18/02/2010 at 8:14 am Permalink
ჰჰეეეეჰ
)) მე და დედაჩემის საყვარელი სერიალი
მთელი დღე რომ ვუყუროთ არ მოგვბეზრდება
)))
პ.ს. აამ.. არქივები რომ დაამატო ბლოგს არ გინდა
))) ბოლოდან მიყვარს კითხვა
18/02/2010 at 8:36 am Permalink
ააამმმ… რა უცნაურია ბოლომდე მქონია წაკითხული
:D: მარა არქივები მაინც კაია
18/02/2010 at 10:08 am Permalink
არქივებს დავამატებ მაგრამ ჯერ არც ისე ბევრი წერია საიტზე