პირველ პოსტში ვისაუბრე თუ როგორ გარდაიქმნა ოკულტური ორდენი ნაცისტურ პარტიათ .ამ პოსტში კი მინდა დავწერო ნაცისტური გერმანიის ასტროლოგიისადმი ინტერესის შესახებ.
ნაცისტები დიდად დაინტერესებულები იყვნენ ასტროლოგიით რომელიც შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა გერმანელებში. ასტროლოგია და ზოდიაქო დღესაც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. ასტროლოგიით ჯერ კიდევ ბაბილონელები იყვნენ დაინტერესებული ქრისტეშობამდე დაახლოებით 1000 წელს. ბაბილონელებს ჯეროდათ რომ პლანეტების მოძრაობით შეიძლებოდა გარკვეული ნიშნების წაკითხვა და ახსნა.
პირველ და მეორე საუკუნეებში ასტროლოგიით ბერძნებიც დაინტერესდნენ. ბაბილონელებისგან განხვავებით ბერძნები იყენებდნენ ნატალურ ჰოროსკოპს.
პირველ მსოფლიო ომამდე ასტროლოგია არ იყო გავრცელებული საზოგადოებაში. ომის შემდეგ დამარცხებული გერმანელი ხალხი ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ კრიზისში იყო. მათ რაიმე იმედის ნიშანი ჭირდებოდათ. როდესაც დედამიწაზე ისინი მხოლოდ სამხედრო წარმუმატებლობას და დანგრეულ ქვეყანას ხედავდნენ, მათ იმედის ძებნა კოსმოსში დაიწყეს.
ამის შემდეგ ასტროლოგია ძალიან პოპულარული გახდა და კუბურ კილომეტრზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ასტროლოგი გერმანიაში იყო.
მიუხედავად ასტროლოგიის დიდი პოპულარობისა, მეცნიერები მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ ასტროლოგიას (იგივე სიტუაციაა დღესაც). პლანეტა პლუტონი 1930 წლამდე არ იყო აღმოჩენილი რაც ბადებს ეჭვს რომ ყველა ის პროგნოზი რაც 1930 წლამდე გაკეთდა შეიძლება ტყუილი აღმოჩენილიყო.
ამის მიუხედავად გერმანიაში ასტროლოგიას პოპულარობა მაინც არ დაუკარგავს.ნაცისტურ პარტიაში ასტროლოგიით ყველაზე დაინტერესებული რუდოლფ ჰესი იყო. 1941 წელს ჰესის ასტროლოგ მეგობრის ერნს შულტეს რჩევით იგი ბრიტანეთში გაემგზავრა ჰამილტონის ჰერცოგთან შესახვედრად. თუმცა მისი თვითმფრინავი შოტლანდიაში ჩამოვარდა. ჰესი გადარჩა, მაგრამ იგი დააპატიმრეს.
რუდოლფ ჰესის დაკარგვა ნაცისტური პარტიისთვის დიდი დანაკლისი იყო. ადოლფ ჰიტლერი ჰესის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ასტროლოგებს აბრალებდა. ამის შემდეგ მან გასცა ბრძანება აეკრძალა ყველა ოკულტური მეცნიერება, ასტროლოგიის ჩათვლით. ამ ბრძანების შემდეგ ძალიან ბევრი ასტროლოგი დააპატიმრეს.
მესამე რაიხის ერის დროს ასტროლოგიისადმი ხალხის ასეთი დაინტერესება საკმაოდ წინ “ქაჩავდა” ასტროლგიას. თუმცა ომმა ყველაფერი დაანგრია. ჰიტლერს ომი რომ არ დაეწყო ალბათ დღეს ძალიან წინ იქნებოდა ასტროლოგია. ვინ იცის ..

02/02/2010 at 6:18 am Permalink
“ვაფშეტა” გერმანელებს ომი რო არ დაეწყოთ, რა ამერიკა, რის ამერიკა.. დღეს სამეცნიერო, კულტურული, ეკონომიკური და კიდე რა ვიცი, სამყაროს ეპიცენტრი გერმანია იქნებოდა…
02/02/2010 at 9:23 am Permalink
ხო .. ამიტომაც არ არის ოკულტისტების ადგილი პოლიტიკაში : )
10-15 წელი რო მოეცადა ჰიტლერს ბევრად შეცვლიდა ომის შედეგებს მარა ვერ მოითმინა ..