იეჰოვას მოწმეები

ალბათ ყველას გსმენიათ ამ სექტის შესახებ. ზოგმა იცის ვინ არიან, ზოგმა არა. ზოგი ისე ცემს მათ საერთოდ არ იციან რას ქადაგებენ. ზოგმა იცის და მაინც დაზდევს მათ საცემად და ა.შ : )
ვისთან არ დაუკაკუნებიათ მათ კარზე რვეულებით ხელში, მაგრამ “ჭეშმარიტ ღმერთზე” საუბარი დიდ ხანს ძალიან იშვიათად გრძელდება. ყველაზე ცნობილი საქართველოში ისინი ალბათ “მამა” ბასილის დროს იყვნენ, როცა რკინებით შეიარაღებული “მრევლი” დასდევდა მათ საცემად. ამ პოსტში დავწერ მათ ისტორიას და ასევე პატარა ნაწილს სწავლებიდან რათა შეგექმნათ წარმოდგენა თუ ვინ არიან ისინი.

ისტორია – იეჰოვას მოწმეების ისტორია 1872 წელს ჩარლს რასელიდან იწყება. რასელი დაიბადა 1852 წლის 16 თებერვალს. მას არ ჯეროდა ჯოჯოხეთის შესახებ და ქრისტიოანობის შესწავლის შემდეგ იგი დარწმუნებული იყო ჯოჯოხეთის არარსებობის შესახებ. მან უარყო სულიწმინდა და ასევე ქრისტე როგორც ღმერთი. 18 წლის ასაკში მან შექმნა ბიბლიის სწავლების კლასები პენსილვანიაში. 1879 წელს მან გადაწყვიტა ფართოთ გაევრცელებინა თავისი მოძღვრება.
მან გადააკეთა ერთ ერთი დილის გაზეთის გამომცემლობა და თავის გაზეთს დაარქვა “The Watchtower Announcing Jehovah’s Kingdom”. ამ გაზეთის პირველი გამოცემა მხოლოდ 6 ათასი ეგზემპლიარი იყო. დღეს კი ბრუკლინში (ნიუ იორკი) იეჰოვას მოწმეები დღეში 100 000 ზე მეტ ბუკლეტს და 800 000 ზე მეტ გაზეთს გამოცემენ ..

რასელი აცხადებდა რომ ბიბლია ადამიანებისთვის მხოლოდ მისი განმარტებით იყო გასაგები. იგი თავის გაზეთში ბეჭდავდა თავის მოძღვრებას.

რასელი 1916 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისურელმა ადვოკატმა სახელად ჯოზეფ რუზერფორდი, გადაწყვიტა სათავეში ჩადგმოდა გაზეთის გამომცემლობას რომელიც იმ დროისთვის “ბიბლიის სტუდენტების ასოციაციით” იყო ცნობილი. 1931 წელს მან შეცვალა ორგანიზაციის სახელი და დაარქვა “იეჰოვას მოწმეები”.

რუზერფორდის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ნეითან ნორი მოვიდა. ნორის შემდეგ კი ფრედერიკ ფრანსი. იეღოვას მოწმეები კვირაში რამდენიმე პატარა წიგნს უშვებენ. მათ მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი წევრი ყავთ.

რას ასწავლიან ისინი?

1. ღმერთს აქვს მრავალი ტიტული, მაგრამ სახელი მხოლოდ ერთი აქვს. ეს სახელი არის იეჰოვა.

2. იეჰოვას აქვს სხეული, მაგრამ ჩვენი სხეულებისგან განსხვავებული. ბიბლია ამბობს: „ღმერთი არის სული“ (იოანე 4:24). სული წარმოადგენს სიცოცხლის ფორმას, რომელიც ჩვენი სიცოცხლის ფორმას ბევრად აღემატება. ადამიანს არასდროს უნახავს ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ზეცაში მკვიდრობს მას ყველაფრის დანახვა შეუძლია (ფსალმუნი 10:4, 5; იოანე 1:18). მაგრამ, რა არის სულიწმიდა? ის არ არის პიროვნება, როგორც ღმერთი. პირიქით, ის ღმერთის მოქმედი ძალაა (ფსალმუნი 103:30).

3. სიტყვა „ეშმაკი“ ახასიათებს პიროვნებას, რომელიც ბოროტად ცრუობს სხვა პიროვნების შესახებ. „სატანა“ ნიშნავს მტერს ან მოწინააღმდეგეს. ეს წოდებები მიეცა ღმერთის მთავარ მტერს. თავდაპირველად ის სრულყოფილი ანგელოზი იყო და ზეცაში ღმერთთან ცხოვრობდა. მაგრამ მოგვიანებით მას დიდი წარმოდგენა შეექმნა საკუთარ თავზე და ისურვა თაყვანისცემა, რომელიც სამართლიანად ღმერთს ეკუთვნის.

4 დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში ცხოვრობდა, როგორც სულიერი პიროვნება. ის იყო ღმერთის პირველი ქმნილება და ამიტომ მას ღმერთის „პირმშო“ ეწოდება (კოლასელთა 1:15; გამოცხადება 3:14). იესო არის ერთადერთი ძე, რომელიც თვით ღმერთმა შექმნა. ზეცაში და დედამიწაზე სხვა ქმნილებების შესაქმნელად იეჰოვამ განკაცებამდე მცხოვრები იესო ‘ოსტატად’ გამოიყენა (იგავნი 8:22–31; კოლასელთა 1:16, 17). აგრეთვე ის ღმერთის მთავარ წარმომადგენლად მსახურობდა. სწორედ ამიტომ ეწოდება იესოს „სიტყვა“ (იოანე 1:1–3; გამოცხადება 19:13).

და ა.შ

როცა პატარა ვიყავი, ამ ხალხს ყოველთვის სატანისტებთან და ბოროტ ადამიანებთან ვაკავშირებდი =) ეხლა კი ვხვდები რო ისინი უბრალოდ რელიგიური უმცირესობაა როგორც პურიტანები, ქუაქერები და ა.შ უბრალოდ არ მესმის რატო დაზდევდნენ ამ ხალხს :D

Trackback URL

, , , ,

102 Comments on "იეჰოვას მოწმეები"

  1. Yob
    08/02/2010 at 4:20 am Permalink

    საინტერესო და მეტად სასარგებლო ინფორმაციაა, მით უფრო ქართველებისთვის…

  2. Dav1D
    08/02/2010 at 5:45 am Permalink

    Thanks : )

    კი საინტერესოა. მეც დამაინტერესა და მოვიძიე მცირე ინფო : )

  3. გ.გ.
    12/02/2010 at 4:35 am Permalink

    თქვენ ხალხო ტვინი გაქვთ თავში,მაგათ კიდე ჰუმანურობა და მხარდაჭერა უნდათ ისედაც ყველგან არიან მაგათი,მაგათი მხარის დაჭერა იგივე რაც უარყო ქრისტიანობა,გეცოდებათ არა ის კიდე ნუ ბოდიალობთ რაღაცას,ტაძარში იარეთ აქ ენის ლაშუნს

  4. Yob
    12/02/2010 at 4:50 am Permalink

    :D ჰაჰ

  5. Admin
    12/02/2010 at 4:59 am Permalink

    იქნებ პოსტი მაინც წაგეკითხა ? : )

  6. გ.გ.
    13/02/2010 at 1:20 am Permalink

    წავიკითხე ჩემო კარგო ,მაგრამ ისედაც ძალიან კარგად ვიცი მაგ შეპყრობილების ისტორია,თქვენი პოსტი უკაცრავად მაგრამ მცირედ მორწმუნეობაზე მეტყველებს,ღმერთი არის ერთი და ეს იესო ქრისტეა,და ამაში ქრისტიანს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს და თუ გვეპარება ვაიჩვენი ცოდვა მაშინ

  7. გ.გ.
    13/02/2010 at 1:26 am Permalink

    ნუ კირკიმალობთ არასწორი სექტების წარმომავლობა-ისტორიაში,ქართველები ვართ გახსოვხდეთ და ქრთველობა ავტომატურად ასოცირდება მართლმადიდებლობასთან და ეს უდიდესი ჯილდოა ღმერთის მიერი,ამისთვის მადლობა შევწიროთ უფალს ყოველ დღე რომ ამ მიწაზე გავჩნდით,მადლობა უფალს ! დიდება უფალს ! მტერიც (იქნება ის ხორციელი თუ სულიერი მტერი ) მართლმადიდებელს გვიძახის (ესეიგი მართალი სარწმუნოების მადიდებელს) და მეტი რაღა გვინდა ხალხო? თვალები გავახილოთ,ყურები გამოვიფხიკოთ კარგად და ჭეშმარიტებას მოუსმინოთ,
    ტაძარია ჩვენი სულიერი საზრდო,ამიტომ ვიაროთ და წამოვიღოთ მადლი იქედან,მოვუსმინოთ ქადაგებებს და მერე აღარ გაგვიჩნდება სექტებში ქექვის სურვილი

  8. Yob
    13/02/2010 at 6:54 am Permalink

    საქართველო მართლმადიდებლობასთან თუ ასოცირდება, ესეიგი რელიგიური უმცირესობების უფლებები უნდა დაირღვეს? ან არ აქვთ მათ უფლება, რისიც უნდათ, იმის წამდეთ?

  9. Admin
    13/02/2010 at 7:55 am Permalink

    @გ.გ

    რახან საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა იმას არ ნიშნავს რომ სხვა რელიგიის მქონე ადამიანები უნდა იდევნებოდეს. მითუმეტეს იმ ხერხებით რაც იეღოველების და სხვა სექტების წარმომადგენლების მიმართ იყენებენ. არც ერთ ჭეშმარიტ მართლმადიდებელს არ მოეწონება ვინმეს ცემა.

    და რაც შეეხება ტაძარს .. ტაძარი ვერ უშველის ადამიანს თუ სუფთა გული არ აქვს. ლოცვის მერე თუ გამოხვალ და ვიღაცას ცემას დაუწყებ რელიგიის გამო, ესეთი ადამიანის ადგილი ტაძარში კი არა ციხეშია.

  10. გ.გ.
    14/02/2010 at 10:24 pm Permalink

    ძალიან მაინტერესემს თქვენ ორივენი რა რელიგიის მიმდევრები ხართ???ამის მერე გაგცემთ სრულყოფილ პასუხს…და რაც შეეხება იეღოველებს და სხვა შეპყრობილ და მწვალებელ ადამიანებს (თუნდაც კათოლიკებს თუ სხვა ქრისტიანულ მიმდევრობებს) ყველა სექტაა ჩემო კარგებო,და რელიგიური უმცირესობა არაფერ შუაშია იმიტორო აქ ჩამოთვლილი არცერთი არაა რელიგია.

  11. Admin
    14/02/2010 at 11:03 pm Permalink

    მართლმადიდებელი ვარ მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს მაგას .. ჩემთვის როგორც ქრისტიანისთვის მიუღებელია ძალადობა.

    რაც შეეხება კათოლიკეებს, პროტესტანტებს და ა.შ .. განსხვავება ყოველთვის იარსებებს და განსხვავებული ადამიანი ცუდს არ ნიშნავს.

    უბრალოდ ერთი კითხვა .. როდესაც გებულობ რომ ქრისტიანმა სხვა რელიგიის წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა განსხვავებული რელიგიის გამო, გსიამოვნებს?

  12. გ.გ.
    15/02/2010 at 2:36 am Permalink

    რა საკვირველია არა ,რა სისულელეა,და მერე ეგ შენ ვინ გითხრა რომ ცემით და მუქარით რამეს მიაღწევ???მაგალითად ავიღოთ ბავშვი,მას რასაც უშლიან იმის მიმართ უფრო უჩნდება ინტერესი და ჟინი და უფრო აძლიერებს ლტოლვას,პირიქით ჩვენ უნდა ვეცადოთ როგორც ბავშვს ტკბილი სიტყვით აუხსნით და მოვათვინიერებთ ასევე ჭეშმარიტების ქადაგებით მოვაქციოთ უნდა ასეთი ადამიანები,მაგრამ ყველაზე მეტი დიდი უბედურება ისაა რომ მათ ეს არ იციან და უფრო დიდი უბედურება ისაა რომ არც უნდათ გაიგონ

  13. გ.გ.
    15/02/2010 at 2:44 am Permalink

    და ერტიც კიდე,მართმადიდებელი ვარ მარა მნიშვნელობა არაქვს მაგასო რას ქვია მნიშვნელობა არააქვს რაღაც ძან გაუგებარი ნათქვამი ხოარაა???მაგას თუ მნიშვნელობა არააქვს მაშინ რასააქვს????

  14. Yob
    15/02/2010 at 5:06 am Permalink

    მეც მართლმადიდებელი ვარ “გ.გ”… მაგრამ ჩვენს ეკლესიაში ბევრი პრობლემები როა, ეგ ნათელია.. მარა მაგას თავი დავანებოთ.. მაინტერესებს, ესე იგი თურმე კათოლიციზმი სექტაა?? : )))
    გამაგებინე..
    “და რაც შეეხება იეღოველებს და სხვა შეპყრობილ და მწვალებელ ადამიანებს (თუნდაც კათოლიკებს თუ სხვა ქრისტიანულ მიმდევრობებს) ყველა სექტაა ” <– ???
    ესე იგი შენ კარგად არ იცი რა განსხვავებებია კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის… მათ არ ჰყავთ წმინდანები, მოწამეები, თუ რა?
    განსხვავება არის დოგმაში… მაგრამ არსებითათ კონკრეტული კათოლიკესა და მართლმადიდებლისთვის ეს არც არაფერს ცვლის…
    ასე რომ, მოდი შევთანხმდეთ, რომ ყველანაირ რელიგიურ თუ სხვა სახის უმცირესოსბებს აქვთ უფლებები იარსებონ! და მეტიც, არავის არ აქვს მათი დისკრიმინაციის უფლება. არც მე და არც შენ…

  15. გ.გ.
    15/02/2010 at 5:25 am Permalink

    შენ მღვდელის გულისთვის დადიხარ ტაძარში???

    გიპასუხებ კითხვაზე…რა თქმა უნდა რელიგია რომელიც მწვალებლობას ქადაგებს ის სექტაა და ამაში არ შემედავები და ესეიგი თუ სექტაა თავისთავად მცდარია…
    კათოლიციზმიც მცდარია რა თქმა უნდა და შენ თუ მასში განსხვავებას ვერ ამჩნევ კითხე კომპეტენტურ პირს და ყველაფერს აგიხსნის,შენ ჩემო კარგო ნუ გეწყინაბა მაგრამ ამცდარი ხარ ჭეშმარიტებას,იკითხე და მოგეცემა(კათოლიკებში და მართმადიდებლებში ისაა განსხვავება რო “მრწამსი” შეცვალეს,და მრავალი სხვა)მოდი დაიინტერესდი და კითხე მამაოს ის შენ მოგცემს ამომწურავ ინფორმაციას ამის შესახებ.
    მართმადიდებლობა მართო ჯვრის ტარებას და პირჯვრის წერას არ მოიცავს,არ შეიძლება ღმერთში ეჭვის შეტანა (როგორც შენს შემთხვევეშია)მე გირჩევ შენ საუბარს მოძღვართან და ის ყველაფერში გაგარკვევს.

  16. გ.გ.
    15/02/2010 at 5:29 am Permalink

    მ ა რ თ ლ მ ა დ ი დ ე ბ ე ლ ი

    მარტო ამ სიტყვაში რამხელა სიბრძნე დევს ხალხო,განა ეს არ კმარა???????

  17. Dav1D
    15/02/2010 at 8:39 pm Permalink

    მართლმადიდებელი მოდის ბერძნული სიტყვიდან orthos რომელიც “მართალ რწმენას” ნიშნავს. ბერძნები მართლმადიდებლები არიან .. ამიტომ დიდი გასაკვირი არ არის თუ რატო ქვია ჩვენ სარწმუნოებას მართლმადიდებლობა.

    ყველასთვის თავის რელიგიაა მართალი. არც ერთი სხვა რელიგიის წარმომადგენელი არ იტყვის ქრისტიანებს ჭეშმარიტი რელიგიის სწამთო.

    რაც შეეხება რწამსის შეცვლას .. ზემოთ დავწერე რო ერთნაირი ვერ იქნება რწამსი მსოფლიოს განსხვავებულ კუთხეებში. ეგრე გამოეყვნენ კათოლიკურ ეკლესიას პურიტანები რომელთათვისაც მთავარი ღმერთი და ლოცვა იყო და არ შეიძლებოდა სიმდიდრეში ცხოვრება. ასე ვერ იტყვი რომ მარტო მართლმადიდებლობაა სწორი ქრისტიანული განხრა.

    მაგრამ ეს სტატია არ ეხებოდა ამას. არ ვიცი რატომ მაგრამ მართლმადიდებლობის გარდა სხვა რელიგიაზე თუ სექტაზე გეშინიათ ლაპარაკი და ეგრევე აგრესიაზე გადადიხართ.

    ძალიან ბევრი რელიგიას ისე ისმენს როგორც თვითონ აწყობს და რაც შეეხება “რა მნიშვნელობა აქვს მაგასო” .. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რელიგიას როცა ვიღაცას ცემ. ნებისნიერმა სწორმა რელიგიამ უნდა დაგმოს ძალადობა.

    იტალიაში რომ კათოლიკეებმა ცემონ მართლმადიდებლები იმის გამო რომ კათოლიკეები არ არიან, როგორი რეაქცია გექნება?

  18. G.D
    15/02/2010 at 10:21 pm Permalink

    მართლმადიდებელ ქრისტიანებს გაუმარჯოს!!!

  19. G.D
    15/02/2010 at 10:22 pm Permalink

    უფლის სწავლა სული წმიდის გმობაზე თუ გაგიგიათ ?

  20. G.D
    15/02/2010 at 10:33 pm Permalink

    31. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. 32. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. 33. ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს. 34. ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ. 35. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. 36. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. 37. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო. 38.
    (მათე 12, 31-37)

  21. G.D
    15/02/2010 at 10:36 pm Permalink

    ფრთხილად იყავით ,,ვითომ მართლმადიდებლებო,, ყოვლადწმიდა სამების უარყოფა ეს იგივე რაც თვითმკვლელობა!

  22. G.D
    15/02/2010 at 10:47 pm Permalink

    ნუთუ ეს თქვენი რასელი მოციქულებზე მაგლა დგას თქვენთვის ?
    მოციქულთა სწავლებამ უამრავ ქარტეხილს და შემოტევას გაუძლო და გასცა პასუხი უკვე 20 საუკუნეა და სჰეურყვნელად მოვიდა ჩვენამდე.
    თქვენ არავინ არ გებრძვით თქვენ პირიქით გინდათ რო გებრძოლონ და თავი მსხვერპლის როლში გამოაჩინოთ, მაგრამ თქვენი დრო წავიდა ….
    ღმერთმა უშველოს და დაიფაროს ის ადამიანები ვისაც თქვენ დაგუპვას უპირებთ. კოველ დაგუპულ სულზე პასუხს აგებთ 100 მაგად….
    გაფრთხილდით თუ მართლა მართლმადიდებლები ხართ მადლობა შესწირეთ უფალს რო სიცოცხლის თანაზიარი ხართ და ნუ გადაუხვევთ გზიდან ..

  23. G.D
    15/02/2010 at 11:00 pm Permalink

    იქ ზემოთ რასაც სწერთ მწვალებლობაა

  24. G.D
    15/02/2010 at 11:05 pm Permalink

    გ.გ. შენ მინდა მადლობა გადაგიხადო. უფალი იყოს შენი მფარველი.
    ჩვენთან არს ღმერთი!
    დიდება ყოვლადწმიდა სამებას მამასა და ძესა და სულიწმიდა ღმერთს. ამინ!!!

  25. G.D
    15/02/2010 at 11:11 pm Permalink

    მრწამსი
    მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

    და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

    რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

    და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

    და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

    და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

    და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

    და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

    ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

    მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

    და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

  26. G.D
    15/02/2010 at 11:23 pm Permalink

    აი ესარი მართლმადიდებლობა და ვინც ამ მუხლებში იოტისოდენა ცვლილებას შეიტანს ის მწვალებელია.

    მე გირჩევთ ეს საიტი ღვთის სადიდებლად გამოიყენოთ და არა საგმობად.

    წმიდა სამების დიდება ისმოდეს თქვენი ბაგეებიდან უკუნისამდე ამინ.
    დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწდა მარადის და უკუნით უკუნისამდე ამინ!!!

  27. გ.გ.
    15/02/2010 at 11:41 pm Permalink

    შენ გენაცვალე G.D. მე გფარავდეს მაღალი ღმერთი,დაგლოცოს და გაგახაროს უფალმა,ამათთვის ვილოცოთ რათა გონება გაუნათოს ღმერთმა,კამათიც კი არ ღირს (ასეთ მართლმადიდებელთან) რადგან ესენი ისევე იმას დაწერენ რაც უნდათ და 100 წელი რომ გავიდეს ისევე იმ ჯიუტ აზრზე იქნებიან როგორც დღეს,ღმერთო მაღალო შენ გაუნათე ამათ გონება…

  28. გ.გ.
    15/02/2010 at 11:42 pm Permalink

    ჩ ვ ე ნ თ ა ნ ა რ ს ღ მ ე რ თ ი ! ! !

  29. G.D
    15/02/2010 at 11:47 pm Permalink

    არს და იყოს!

  30. G.D
    15/02/2010 at 11:48 pm Permalink

    პატივცემულო გ.გ. სად არია დანარჩენები ხო არ იცით? :)

  31. გ.გ.
    15/02/2010 at 11:50 pm Permalink

    ესეიგი ბერძნები რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენ ენა არ გვექნებოდა და რისთვის რა გვეწოდებია არ ვიცოდით არა???
    და რაც შეეხება მრწამს G.D.-მ აფსოლიტურად ზუსტად ,ძლიერად და ლამაზად ჩამოაყალიბა ყველაფერი,ამისთვის დიდი მადლობა მას,და ამ თემას აღარ გავაგრძელებ რადგან ყველაფერი ამომწურავი იყო (ჩემი რჩევაა ღრმად ჩაიხედოთ მის პოსტში)
    მე გეკითხები შენ DAVID 1D …ტაძარში რამდენჯერ ხარ წირვას დანასწრები??? ნამდვილად ძალიან მაინტერესებს (შეურაწყოფათ არ მიიღო ოღონდ)

  32. გ.გ.
    15/02/2010 at 11:51 pm Permalink

    დანარჩენები ვინ ჰალსტუხიანები???

  33. G.D
    16/02/2010 at 12:01 am Permalink

    „პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ – ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი რაჲ იქმნა“ (ინ. 1,1-3);

  34. G.D
    16/02/2010 at 12:01 am Permalink

    „დიდ არს ღმრთისმსახურებისა საიდუმლოჲ: ღმერთი გამოჩნდა ხორცითა“ (I ტიმ. 3,16).

  35. G.D
    16/02/2010 at 12:10 am Permalink

    „ხოლო ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა, ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (I ინ. 5,20);

  36. G.D
    16/02/2010 at 12:12 am Permalink

    „ქრისტე ჴორციელად, რომელი იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე, ამინ“ (რომ. 9,5);

  37. G.D
    16/02/2010 at 12:13 am Permalink

    პავლე მოციქულის ეპისტოლეები ცაიკითხეთ და გაიგებთ ვინარის ღმერთი და რა ქვია მას

  38. G.D
    16/02/2010 at 12:16 am Permalink

    „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ – თომა მოციქულის შეძახილი (ინ. 20,28).

    იქნებ ეს სიტყვები გეცნობათ….?

  39. G.D
    16/02/2010 at 12:17 am Permalink

    „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა“ (საქმ. 20,28);

  40. G.D
    16/02/2010 at 12:18 am Permalink

    „სიწმიდით და სამართლით და ღმრთისმსახურებით ვცხოვნდებოდით, ამას სოფელსა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა“ (ტიტ. 2,12-13). წოდება „დიდისა ღმრთისა“ რომ იესო ქრისტეს ეკუთვნის, შეიძლება დაერწმუნდეთ ბერძნულ ენაზე აგებული წინადადებიდან (საერთო წევრი τού სიტყვებისადმი „ღმერთი და მაცხოვარი“ – θεού και σωτηρος) და მოცემული თავის შინაარსიდან.

  41. G.D
    16/02/2010 at 12:20 am Permalink

    „და სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისა მამისა მიერ…“ (ინ. 1,14);

    ქრისტე ღთის ქმნილება კი არარის არამედ მხოლოდშობილი ძეა დიდება მას უკუნისამდე ამინ!

  42. G.D
    16/02/2010 at 12:20 am Permalink

    „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნო“ (ინ. 3,16).

  43. გ.გ.
    16/02/2010 at 12:21 am Permalink

    სადახართ ხალხო??? პასუხებს ველოდები პასუხებს….

  44. G.D
    16/02/2010 at 12:22 am Permalink

    „მე და მამაჲ ერთ ვართ“ (εν εσμεσ) (ინ. 10,30);

  45. გ.გ.
    16/02/2010 at 12:26 am Permalink

    ქრისტე არს ჩვენს შორის ! ! !

  46. G.D
    16/02/2010 at 12:28 am Permalink

    არს და იყოს !!!

  47. G.D
    16/02/2010 at 12:29 am Permalink

    სულის, მამისა და ძისა ერთარსობასა და თანადიდებულებაზე მიუთითებს შემდეგი ადგილები:

    „…ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა, და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა“ (მთ. 28,19);

  48. G.D
    16/02/2010 at 12:32 am Permalink

    სულიწმიდაზე, როგორც ღმერთზე, საუბრობს პეტრე მოციქული, როდესაც თავისი მამულის საფასურის დამმალავ ანანიას მიმართავს: „რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა… არა ეცრუვე შენ კაცსა, არამედ ღმერთსა“ (საქმ. 5,3-4).

  49. Dav1D
    16/02/2010 at 1:00 am Permalink

    რა იყოთ გინდათ რო ვაღიარო რო იეჰოველი ვარ თუ ეგზორციზმს ატარებთ ჩემგან დემონის განსადევნად? :D დამშვიდდით, არც იეჰოვას მოწმე ვარ და არც შეპყრობილი ;) თქვენ თუ ასე გამოეკიდეთ ყველა სტატიას რაც სხვა რელიგიას შეეხება, მაშინ ჯობია საერთოდ არ გამოიყენოთ ინტერნეტი : )

    წირვაზე საკმარისად ვარ ნამყოფი .. Don’t Worry

    ერთი კითხვა მეც მაქვს .. პოსტის მარტო სათაური წაიკითხეთ თუ სტატიაც ?

    მართლმადიდებლობის ჩვენი უდრეკი დამცველი საზოგადოების მმკ ს მიერ დარბეული “ჰელოუინის” წვეულებაზე რას იტყვით?

    თუთბერიძის სახალხო გინებაზე რას იტყვით?

    იეჰოველების ცემაზე რას იტყვით?

    არის ძალადობა მიღებული მართლმადიდებლობისთვის?

    რა შუაშია აქ ეს კომენტარები. სტატია ძალადობაზე იყო რომელსაც ძალით მართლმადიდებლები ჩადიოდნენ და ჩადიან და თქვენთვის მართლმადიდებლობის დაცვის ესეთი ხერხები თუ მისაღებია, მაშინ თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.

  50. G.D
    16/02/2010 at 1:14 am Permalink

    მოდით რა დზალიან გთხოვთ სულ დარბევას და ჩხუბს ნუ ახსენებთ სცორედ მაგ ხალხი ასხამენ ტქვენს წისქვილზე წყალს თქვენ რო მდევნელებს ეძახით

  51. G.D
    16/02/2010 at 1:18 am Permalink

    ჰოსტი წავიკითხე და მიტომაც შევშფოთდი
    ჰელოვინზეც გინდა ელაპარაკო და მის წარმომავლობაზეც?
    თქვენ თუ გაიტერესებთ ჭეშმარიტება მაგაზე ვისაუბროთ ტორე ვინმე ,,უცოდინარი,, კარგი გაგებით გაემება თქვენს მახეში
    ამის უფლებას არ მოგცემთ შემოქმედი თქვენებურად დაახასიათოთ და თქვენებური სწავლების მსხვერპლი გახდეს ვინმე

  52. გ.გ.
    16/02/2010 at 1:19 am Permalink

    სტატიაც რომ არ წამეკიტხა ისედაც ძალიან კარგად ვიცოდი და ვიცი მაგათ შესახებ (სხვათა შორის წავიკითხე კიდეც შენი სტატია სადაც აქებ და ადიდებ ჰალსტუხიან (მამებს))
    პ.ს.ვაი ჩვენი ცოდვა
    და შენ ამბობ რო თუთბერიძის კომენტარები სწორია და არ არის დასაგმობი??? რა უქნეს პატრიარქის ფოტოს…ეს სწორია??? მიპასუხე ….რისი ღირსები არიან ამის მერე…განა სასტიკი გაკიცხვის და ხმამაღალი კომენტარების ღირსი არ იყვნენ….მიპასუხე??? პატრიარქი შეურაცხვეს და ამაზე დიდი ზნე დაცემულობა რაღა გინდა??? ცემა და შეურაწყოფა თუარაა სწორი ეს სწორი ნაბიჯი იყო???? და რაც შეეხება შენ წირვაზე დგომას გეტყობა რო ძაან ზეპირად ხარ დანადგომი… მე შენ ქრისტიანობაში და მართლმადიდებლობაში კიარ გეჯიბრები და არც არავის მარა ვცდილობ რო ოდნავ მაინც გაგინათო გონება,წაიკითხე G.D -ს ყველა კომენტარი (პოსტი) ეგება მიხვდე მაინს რაშია საქმე…

  53. G.D
    16/02/2010 at 1:26 am Permalink

    ჰელოვინი ზეიმი სცორედ სიბნელის გადმონაშთია და ბნელი კველა ვინც მასში მონაწილეობს

  54. Dav1D
    16/02/2010 at 1:27 am Permalink

    ერთი ციტატა დამიკოპირე სადაც “ვადიდებ ჰალსტუხიანებს..

    თუთბერიძის კომენტარებზე კი არა ხალხის კომენტარებზე მაქვს ლაპარაკი. ბოროტებას ისევ ბოროტებით უნდა უპასუხო? წაეშალათ ის ვიდეო და მორჩა. მერე თუთბერიძეზე რო აიტვირთა ვიდეოები სადაც სიტყვიერ შეურაწყობას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ, ეგ სწორი იყო?

    პარტიარქის ვიდეოს ქვემოთ რომ სასტიკად იგინებოდნენ, ეგეც სწორი იყო?

    იცით რა არი ჰელოუინი? ნუ ალბათ იცით და მიზეზად ის მოგყავთ რომ წარმართულია და იმიტომაც დაარბიესო. ხო წარმართულია მარა ეს წარმართულობა დიდი ხნის წინათ დაკარგა და ეხლა უბრალოდ ფესტივალივით არის რომელიც ყოველ წელს ტარდება მთელ მსოფლიოში. და თქვენი აზრით ის ნაცემი ხალხი ეკლესიაში წავა? კარგი საქმე გააკეთეთ? არ ჯობდა ნორმალური სიტყვით აეხსნათ?

    უბრალოდ მიპასუხე ამ კითხვებზე

  55. G.D
    16/02/2010 at 1:29 am Permalink

    მე მოვუწოდებ ამ საიტი ადმინისტრატორს რო ამოშალოს ქრისტეს წარმომავლობაზე მცდარი შეხედულებები და დროულად მოვიდეს გონს
    ხალხის შეცდენას თავი გაანებეთ.
    თუ ვინმეს უნდა დოგმებზე ლაპარაკი გამოვიდეს და მელაპარაკოს

  56. Dav1D
    16/02/2010 at 1:31 am Permalink

    მითითებულია რომ ეს უბრალოდ იეჰოველების სწავლებაა რომელიც მაგათი საიტიდან დავაკოპირე. ხალხი თუ ერთი პოსტით შეიცვლის მრწამსს, მაშინ იმ ხალხს გონებასთან ქონია პრობლემები : )

  57. გ.გ.
    16/02/2010 at 1:37 am Permalink

    მერე ეგ შენ არ იცი რომ ასეა???ამ გონება დაბნელებულ ხალხს კიდე მაგი უნდა,მაგ მახეებს ხომ იცი რო კომუნისტების გადმონაშთი 50-60 წლის ხალხი ეგება მეტწილად…
    ამ შემთხვევაში პრობლემა შენშია ჩემო კარგო,თუ შენ ხარრ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რატო ეძიები სხვის (მოდი ამ სექტებს ასე დავარქვათ პირობითად) რელიგიას, რატო დაინტერესდი სხვისი სისულელეებით???რატო შეგაქვს ეჭვი ქრისტეში და მის მცნებებში,რატო აფარებ ხელს მაგ არასწორებს??? აგვიხსენი ეგება ჩვენ ვცდებით

  58. G.D
    16/02/2010 at 1:38 am Permalink

    სამწუხაროდ არიან რომელთაც არ აქვთ ამის გონება და ადვილათ შეიძლება შეცდეს
    ხოდა ხო იცი რო კველას ჩვენიანს უნდა გავუფრთხილდეთ რატო უნდა
    წამოვიდეს საცდური მაიცდა მაინც შენგან ?

  59. G.D
    16/02/2010 at 1:41 am Permalink

    მომწერე იმ საიტის მისამართი საიდანაც ეგ მწვალებლობა გადმოიწერე ძალიან გთხოვ ?

  60. გ.გ.
    16/02/2010 at 1:42 am Permalink

    ეშმაკს (თფუი ეშმაკს) მის ჩანგალზე რო ყავხართ წამოგებული პერაშკივით და დაგარბენიებთ თავის ჭკუაზე ვეღარ ხვდებით???
    გამოფხიზლდით თქვე საცოდავებო გამოფხიზლდით….და მცდარ აზრს ნუ ამკვიდრებთ თორე მოგეთხოვებათ მწარედ….
    “ღმერთო შეუნდე ამათ რამეთუ არა იციან რას ჩადიან”
    ღმერთმა გონება გაგინათოთ

  61. Dav1D
    16/02/2010 at 1:44 am Permalink

    მოიცა რა .. 50-60 წლის ხალხმა საქართველოში ჯერ ტელევიზორის პულტის ხმარება ძლივს იციან.

    რატო დავინტერესდი? დიდი ხანი მესმოდა როგორ დაზდევდნენ ამ ხალხს.. როგორ ამბობდნენ უბანში ვიღაცაზე დიდი ზიზღით იეჰოველიაო.. თითქოს რაღაც დიდი მონსტრი იმალებოდა იეჰოველის სხეულში.. ხო და დავინტერესდი და ვნახე რომ ამ ხალხის ცემა უბრალოდ ეგოიზმია ხალხის რომელიც ვერ იტანს სხვა რელიგიის წარმომადგენელს.

    მე ხალხს ვანახებ რა რა არის და არჩევანის უფლება მაგათთვის მიმინდია. არც შენ და არც არავის არ აქვს უფლება დაუმალონ სხვა რელიგიების დოგმა. ძალით დამწყვდეულ მართლმადიდებელს მე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მირჩევნია რომელმაც არჩევანის გაკეთება შეძლო სხვებისგან განსხვავებით რომლებიც ეკლესიაში იმიტომ დადიან რომ უნდა იარონ (არც იციან რატომ) ..

  62. Dav1D
    16/02/2010 at 1:46 am Permalink

    იქნებ ჩემი ცოდვების შენდობამდე ღმერთს შენი თხოვო რომელიც 2 წინადადების წინ ჩაიდინე მანამ სანამ ჩემი ცოდვების შენდობას თხოვდი?

    @G.D
    http://www.watchtower.org/ge/index.html

    მაგათდა სამწუხაროდ მაგ საიტზე კომენტარები გათიშულია თორე ხო გადაარჩენდით?

  63. G.D
    16/02/2010 at 1:56 am Permalink

    რა მოგწონს კონკრეტულად მაგ სექტის, თუ უბრალოდ შეგეცოდა, და გინდა დაეხმარო ?

  64. გ.გ.
    16/02/2010 at 2:01 am Permalink

    ზუსტად ეგ არი რო პულტის ხმარება არ იციან და მიტო ეგებიან მაგ მახეებს,გაუნატლებლები რომ არიან მაგ სფეროში და იმას იძახიან რო მე ცოდვა არ ჩამიდენია,კაცი არ მომიკლია და ასე შემდეგ….შენ შეკითხვებს შენვე ცემ პასუხებს
    რაცშეეხება მონსტი იყოსო რო თქვი რა თქმა უნდა მონსტრია აბა რა არი???
    მე ვანახებ ხალხსო რო ამბობ მაგაშია ზუსტად საქმე ,ვინ ხარ რო ანახებ???
    ერთი უბრალო სისულელეებით შეპყრობილი ადამიანი ხარ და ყოველი ჩემი მცდიელობის მიუხედავად მაინც შენსას ცდილობ რო ღმერთი დაგმო და გარყვნილ თუთბერიძეს მიემხრო, ეროსი ამბობს კარგს სიყვებს ნატვრის ხეში, გაეცანი,და კიდე ბევრ რამეს გაეცანი….ეგება გეშველოს რამე….

  65. გ.გ.
    16/02/2010 at 2:03 am Permalink

    აუ რა მაგარი შეკითხვა დასვი G.D.
    საღოლ ! ! !

  66. Dav1D
    16/02/2010 at 2:03 am Permalink

    ნუ ერთად ერთი ის “მომწონს” რომ სხვებს არ ცემენ, მაგრამ უმრავლესობა რო იყვნენ ალბათ იზამდნენ მაგასაც ..

    დახმარებას საიტით ვერ გავუწევ და სურვილიც არ მაქვს. უბრალოდ ისევ მართლმადიდებლებს მინდა დავეხმარო და ვანახო რო არაფერს ისეთს არ ქადაგებენ რისთვისაც მათი ფიზიკური შეურაწყოფა ღირს ..

  67. Dav1D
    16/02/2010 at 2:06 am Permalink

    ვინ ვარ და საიტის ადმინისტრატორი რომელსაც შეუძლია საიტზე რაღაც დაწეროს და სხვას წააკითხოს. არ მოგწონს ეგ მარა ეგრეა და რას იზამ ;)

  68. გ.გ.
    16/02/2010 at 2:08 am Permalink

    კაი დაწერე მერეე შე დალოცვილისშვილო რაღა სოლიდარობას უცხადებ ამ ავადმყოფებს

  69. G.D
    16/02/2010 at 2:09 am Permalink

    მათი ფიზიკური შეურაცყოფა ყოვლად დაუშვებელიადა ყეველა ვინც მათ ფიზიკურად გაუსწორდება ან აგრესიას გამოხატავს ისევდა ისევ მაგათ წისქვილზე დაასხამს წყალს და მართლმადიდებელ ეკლასიას კი ზიანს მიაკენებს

  70. G.D
    16/02/2010 at 2:15 am Permalink

    ხოლო შენ ჩემო ძმაო თუ უფრო გსურს უფრო კარგად გაიგო რა განსხვავებაა ჭეშმარიტებას და მაგათ შორის მე შემიდზლია ბევრი მაგალითი მოგიყვანო მეგობრულად და დზმურად ან შეგიძლია ნებისმიერ მღვდელთან მიხვიდე და ჩაგახედებს ამ საკითხში.
    ისრო მათ ვითომდა დევნიან ეს სულაც არ ამართლებს იმას, რომ მწვალებლობა შეიწყნარო. თორე ღმერთმა დაგვიფაროს ეს იგივე ეკლესიის და ქრისტეს მტრობაა. ისინი უნდა გვიყვარდეს და მათი მწვალებლობა უნდა გვძულდეს

  71. გ.გ.
    16/02/2010 at 2:19 am Permalink

    შეგვიძლია მოვისმინოთ ამაზე თქვენი კომენტარი ჩემო კეთილო????

  72. Dav1D
    16/02/2010 at 2:23 am Permalink

    სოლიდარობას არ ვუცხადებ. სულ არ მაინტერესებს რას იზამენ. როცა ჩემთან მოვლენ გაზეთით ხელში მაინც ვერ შემიცვლიან მრწამსს. მე ისევ იმ ხალხისთვის დავწერე ვინც ცოდვას სჩადის მაგათი ცემით. არ მინდა მართლმადიდებლობა ძალადობით და უმცირესობის დაჩაგვრით იყოს დაცული.

  73. გ.გ.
    16/02/2010 at 2:24 am Permalink

    აბა რის დამტკიცებას აპირებდი შენი პოსტით??? მართლმადიდებლების ადარჩენას???

  74. G.D
    16/02/2010 at 2:25 am Permalink

    მე უმორჩილესად გთხოვ რო ეს თემა ამ საიტიდან ამოშალო და ნუ განსჯი მთელს ეკლესიას თითო ოროლა კაცის საქციელით. იმიტომ რომ ეკლესია წმიდაა, უბრალოდ ეს ჩვენ ადამიანები ვართ ცოდვილები და სულმოკლენი.
    ერთადერთი რაც ამ ქვეყნად ძვირფასი გვერგო ღვთის წყალობით ეს არის მართლმადიებლობა და გავუფრთხილდეთ, არ დავკარგოთ (გმერთმა დაგვიფაროს) თუ რამემე გაწყენინე ძმაო შენდობას და პატიებას გთხო.

  75. Dav1D
    16/02/2010 at 2:32 am Permalink

    პოსტი უბრალოდ საინფორმაციო შინაარსისაა რომელიც 1000 ობით იწერება ინტერნეტში. არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებდი და არც მინდა ვინმეს რამე ვუმტკიცო ინტერნეტში. ბლოგი იმისთვისაა რომ ხალხმა წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა ინფორმაცია.

    კი შეიძლება იეჰოველებს საცემად ცოტა დასდევდა მაგრამ ფაქტია რომ ზიზღი ერშია თვითონ და ზიზღი არაფერს კარგს არ მოგვიტანს. მართალია სხვისი წამთ მაგრამ მაინც ადამიანები არიან.

    არიან კათოლიკეები მაგრამ არ სძულთ ხალხს. იეჰოველები ეზიზღებათ. არა და მართლმადიდებელისთვის ორივე ერთი და იგივეა მაგრამ მაინც ვერ იტანენ იმიტომ რომ წარმოდგენაც არ აქვთ ვინ არიან იეჰოველები.

  76. Dav1D
    16/02/2010 at 2:38 am Permalink

    @გ.გ
    alazani.ge ს ადმინისტრატორი ხარ? komisia

  77. გ.გ.
    16/02/2010 at 2:39 am Permalink

    წარმოდგენა ერთია მართლმადიდებელის თვალში (როგორ კაცო ჩვენ არ ვიცით მარა ჩვენმა მმოძღვრებმაც არ იციან???) ყველა გარდა მართლმადიდებლობისა (თვითონ სითყვა უთითებს) ყველაფერი მცდარია,ეს უნდა შეიგნო ჩემო ძმაო (თუ დაო).შენ ისევ შენსას აგრძელებ და შენთან საუბარს აღარ ვაპირებ იმიტო რო ყოვლად ფუჭი და უშედეგოა,მიუხედავად ჩემი და G.D. ს მაქსიმალურად მცდელობისთვის,ღმერთმა შეგინდოს რამეთუ არ იცი რას ამბობ და და რას აკეთებ

  78. გ.გ.
    16/02/2010 at 2:41 am Permalink

    ქ რ ი ს ტ ე ა რ ს ჩ ვ ე ნ ს შ ო რ ი ს !!!

  79. გ.გ.
    16/02/2010 at 2:43 am Permalink

    არა ადმინისტრატორი არ ვარ მაგრამ მიყვარს ფოლკლორი და ხშირად ვსარგებლობ ამ საიტით,რატო მეკითხები????

  80. Yob
    16/02/2010 at 8:03 am Permalink

    :D :D ჰაჰ… I’m with u David : )

  81. Yob
    16/02/2010 at 8:09 am Permalink

    საინტერესო დისკუსიაა ხალხო, მაგრამ ამ პატარა ინფორმაციულ პოსტს, რატომ მოჰყვა ამხელა აუზაური არ მესმის…
    აქ ქადაგებას და სხვის “სწორ გზაზე დაყენებას” სჯობს საკუთარ თავს მივხედოთ…. გამგები გაიგებს…
    და თქვენი ლოგიკიდან (ალოგიკურობიდან… ან რავი… )ესეიგი ჩვენ იაღოველები ვართ? ან გინდათ რომ ვიყოთ, თუ რა გსურთ ვერ გავიგე….
    მეც და ამ ბლოგის ავტორიც, მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ ამის ზედმეტად აფიშირება, მგონი ისევ მართლმადიდებლობას აუბრალოებს…
    ასე რომ, თქვენ რწმენას მიხედეთ, თუ შეიძლება..
    ცუდად არ გამიგოთ….

  82. გ.გ.
    16/02/2010 at 11:26 pm Permalink

    კუმ ფეხი გამოყო! ! !

  83. გ.გ.
    16/02/2010 at 11:30 pm Permalink

    მინდა გითხრა რომ ეს პატარა კიარა დიდი ტრაგედიაა როცა ადამიანი თავის თავს მართმადიდებელს ეძახის და სხვის მოაზრებებს (მკრეხელობებს) ეძიება.შინაგანად მაინც არ განიცდით და არ გეშინიათ მაინც , ჭეშმარიტებას გმობთ ხალხო და ეს გათავისებული არ გაქვთ.
    ეროსის სიტყვებს გადახედე “ნატვრის ხე” -ში. (ასეა ჩვენი ქვეყანა ახლა)

  84. Dav1D
    17/02/2010 at 12:29 am Permalink

    საერთოდ სიტყვა გმობის მნიშვნელობა იცი? რას ნიშნავს “გმობთ”? სად ნახე რაიმეს დაგმობა?

    შინაგანად არ განვიცდი და არც მეშინია. რისი უნდა მეშინოდეს? არ ვფიქრობ რომ ღმერთი დამსჯის ცოდნისთვის.

    შენ თუ საწინააღმდეგოს ფიქრობ, შეგიძლია იყო ისე როგორც ხარ. შენ შენი გზა გაქვს, მე ჩემი. წარმატებებს გისურვებ შენ გზაზე ..

    _____
    რაც შეეხება ალაზანს .. არაფერი, უბრალოდ მაგ საიტტთან რამოდენიმე საიტის ლინკი მაქვს გაცვლილი.

  85. გ.გ.
    17/02/2010 at 1:28 am Permalink

    სხვისი სისულელეების (სექტების) აფიშირება იგივეა რაც ხვთის გმობა ჩემო ძმაო (თუ დაო).
    და რაც შეეხება გზას (სულის საცხოვნებლად) ის ერთია და ის ქრისტეს გზაა….

  86. YOB
    17/02/2010 at 2:23 am Permalink

    რაზე გაქვს საუბარი როცა “ხვთის”-ს ამბობ???

    “სხვისი სისულელეების (სექტების) აფიშირება იგივეა რაც ხვთის გმობა ჩემო ძმაო (თუ დაო).
    და რაც შეეხება გზას (სულის საცხოვნებლად) ის ერთია და ის ქრისტეს გზაა….”
    ხვთის გმობა არ ვიცი რა არის… მაგრამ ღმერთს კი არ ვგმობ, არამედ მწამს..

  87. გ.გ.
    17/02/2010 at 3:32 am Permalink

    ერთი სიტყვით თქვენთან ვინც თავს გაიყადრებს თქვენნაირი უნდა იყოს და რა სისულელეა რო გედავებით იეღოვა კიაარა თუ გინდათ ბუდა და კრშნა გიწამიათ ასე გიქნიათ და თუ გინდათ ისლამი და ყოჩაღი ოლეგი,კარგათ იყავით,ღმერთმა გონება გაგიწმინდოთ და გაგინათოთ ჰალსტუხიანო ეპისკოპოსებო

  88. Dav1D
    17/02/2010 at 3:36 am Permalink

    აბა შენ იცი !!

    მარხვის დროს სამარხვო ნამცხვრების ჭამა და უალკოჰოლო ლუდის დალევა არ მოგიშალოთ ღმერთმა :*

  89. გ.გ.
    17/02/2010 at 3:44 am Permalink

    მე მარხვაში და შენ მთელი ცხოვრება ძმაო (თუ დაო) ვითომ ციმიკოსო…გამაცინე მაგრად….გადი ნიჭიერში ეგება გაგიმართლოს (კრშნა შენთანაა)

  90. Dav1D
    17/02/2010 at 3:52 am Permalink

    გასვლის წინ შენ სახელზე ერთ მაგიურ რიტუალსაც ჩავატარებ ბნელი ძალებისგან დახმარების მისაღებად.

    და ძალიან დამავალებ თუ შენ გზას გაუყვები და მე თავს დამანებებ.

    (ან კრიშნა რა შუაშია .. )

  91. Yob
    17/02/2010 at 6:18 am Permalink

    : )))

  92. ilya
    17/02/2010 at 11:17 am Permalink

    ჰმ … მოკლედ მთელი კომენტარები წავიკითხე და დავიგალე არ დაგიმალავთ და .. :D (sleepy) …
    მე თუ მკითხავ ყველას აქვს უფლება აირჩიოს ის და მისდიოს იმას (ამ შემთხვევაში რელიაგიაზეა საუბარი ,თავისთავად) რაც თავად სურს , არავის აქვს უფლება შერაცხონ ისინი სატანისტებად , საზოგადოების გამრყვნელებად და ასე შემდეგ ….
    …. მე პირადად რამდენიც არ უნდა “მიჩიჩინონ” იაჰოველი არ გავხდები , იაჰოველები ხდებიან საზოგადოების ნაწილი , რომელსაც აქვთ დაბალი ინტელექტი ( მეც მყავს რამოდენიმე ნაცნობი.. “შტერები” არიან :P არ აქვთ საკმარისი განათლება რელიგიასა და ისტორიაში , ნუ რა ქნან )
    … ნამდვილად საშინელებაა როდესაც მათ ჯოხებით დასდევენ, აგინებენ, 1000 უბედურებას უკეთებენ და ამასთანავე ეკლესიაში შედიან და ლოცულობენ … უი უი :D მაგათ რა ვუთხარი , მარტო ეკლესიაში რომ ახსოვთ ღმერთი :D , ჩემი გადმოსახედიდან ქართველი ხალხის ასეთი მოქმედება სულაც არ არის ქრისტიანული … კატასტროფაა უბრალოდ :X
    … ხო რაც შეეხება იმას რომ კატოლოციზმიც სექტა ყოფილა :D ჰმ .. პასუხზე ბევრი ვიფქირე და მეტი ვერაფერი მოვიფიქრე >> LOL :D

  93. ურმულა
    18/02/2010 at 4:10 am Permalink

    ვააა აქ რა ამბავი ყოფილა,შეხედე შენ ამათ რა დღეში არიან,მე წავიკითხე მთელი მიმოწერა და გაოცებული ვარ…
    სად იყო ამდენი ურწმუნოება ქართველებო???

  94. Dav1D
    18/02/2010 at 4:11 am Permalink

    (Facepalm)

  95. ურმულა
    18/02/2010 at 4:14 am Permalink

    ქართველები არ ხართ??? სისხლი არ გიდუღთ??? ქართულად არ გტკივათ??? ასე მწარედ როგორ იცავთ იმათ ვინც ჩვენი ჭეშმარიტი სარწმმუნოების, მართლმადიდებლობის მტერია??? გაკვირვებაში მოვდივარ ნამდვილად….
    გ.გ. და G.D. თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა,თქვენ ქართველობას ვენაცვალე მე,იხარეთ და იდღეგრძელეთ

  96. ურმულა
    18/02/2010 at 4:16 am Permalink

    საცოდავი ჩვენი ქვეყანა….

  97. Yob
    18/02/2010 at 4:27 am Permalink

    :D

  98. ilya
    18/02/2010 at 7:38 am Permalink

    :D :D Boogyyyy :D

  99. GlowBug
    24/02/2010 at 5:47 am Permalink

    ვააახ…. რა სიბნელეა ამ საქართველოში… :X

  100. Dav1D
    24/02/2010 at 4:16 pm Permalink

    ხოო .. სასწრაფოდ გვესაჭიროება სინათლე : )

Trackbacks

  1. yyhjbofx 10/03/2010 at 12:59 pm

    yyhjbofx... yyhjbofx...

  2. maxsexoa 10/03/2010 at 12:59 pm

    maxsexoa... maxsexoa...

Hi Stranger, leave a comment:

ALLOWED XHTML TAGS:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Subscribe to Comments