დეიზმი

დეიზმი ეს არის რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრება რომელიც აღიარებს სამყაროს შექმნას უზენაესის, ანუ ღმერთის მიერ, მაგრამ უარყოფს ღვთის ჩარევას მატერიალურ სამყაროში. დეიზმი უარყოფს ყველანაირ რელიგიას და დეისტისთვის ყოველი რელიგია ადამიანის მიერ არის გამოგონილი.

დეისტები უარყოფენ უმეტეს რელიგიურ ზებუნებრივ მოვლენებს (ნიშნებს, სასწაულებს და ა.შ) და მათ სჯერათ რომ მატერიალურ სამყაროში მოქმედებს ბუნების კანონები რომელიც შექმნა ღმერთმა. თუმცა იგი არ ცვლის ამ კანონებს რადგანაც არ ერევა ადამიანის საქმიანობაში.
დეისტისთვის ღვთის მთავარი საჩუქარი დედამიწაზე არის არა რელიგია,არამედ გონება და აზროვნების უნარი.

დეიზმი მეჩვიდმეტე/მეთვრამეტე საუკუნეში გამოჩნდა “განათლების ხანის” დროს. განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, საფრანგეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ირლანდიაში. დეისტები ძირითადად ქრისტიანები იყვნენ რომლებიც აცხადებდნენ რომ თუკი ადამიანს ჯერა ერთი ღმერთის, იგი ვერ დაიჯერებს ქრისტეს, სასწაულების და ხილვების არსებობას. ისინი ვერ ხედავდნენ რელიგიაში სიწმინდეს და თვლიდნენ რომ ეკლესია კორუმპირებული იყო საეკლესიო პირების მიერ რომლებიც მანიპულირებდნენ მრევლით და მათი ინტერესებისთვის იყენებდნენ მათ. ეს ახალი რელიგიური მოძღვრება სხვა რელიგიურ ჯგუფებშიც პოპულარული გახდა.

დეისტებს რამდენიმე ვერსია აქვთ სულის შესახებ. არის კატეგორია დეისტებისა რომელსაც ჯერა რომ სიკვდილის შემდეგ სული უკვდავი ხდება და იგი პასუხს აგებს იმ ცოდვებისთვის რაც ცხოვრებაში ჩაიდინა. მეორე ნაწილს (მათ რიცხვში შედიოდა ბენჟამინ ფრანკლინი) ჯერა სულის რეინკარნაციის. ხოლო მესამე ნაწილს კი სულის უკვდავებაში ეჭვი ეპარება.

რა თქმა უნდა რელიგიურ და ფილოსოფიურ მოძღვრებას ერთ პოსტში საფუძვლიანად ვერ განვიხილავ და სიმართლე გითხრათ არც საკმარისი ცოდნა მაქვს ამისთვის. დეიზმი საინტერესო მოძღვრებაა და სხვა დამატებით ინფორმაციას შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ.
საკმაოდ საინტერესოა ის რომ ამერიკაში სადაც “ჯადოქრობის” გამო პურიტანები ცეცხლზე წვავდნენ და აწამებდნენ ადამიანებს, ხალხმა დეიზმის მოძღვრება მშვიდად მიიღო.

Trackback URL

, , , , , , , , , , , ,

6 Comments on "დეიზმი"

  1. Yob
    04/03/2010 at 12:34 pm Permalink

    ეს დეიზმი, ძალიან პრაგმატული მოძღვრებაა…
    ანუ თამაშის წესებს ღმერთი ადგენს – ადამიანი თამაშობს…

    საინტერესოა…

  2. Yob
    04/03/2010 at 12:35 pm Permalink

    ველი უფრო დეტალურად განხილულ პოსტს დეიზმზეეეეეეეეეეე ! : ) და სხვა რელიგიურ მიმდინარეობებზე ! : )

  3. Dav1D
    04/03/2010 at 5:12 pm Permalink

    ხო .. ღმერთმა შექმნა წესები და ითამაშეთ, მე წავალო უთხრა ადამიანებს :D

    დეიზმში ყველაზე უფრო ის მომწონს რომ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზეა გამახვილებული ყურადღება.

    აუცილებლად დავწერ უფრო ვრცლად როცა მოვიცლი : )

  4. Yob
    05/03/2010 at 11:10 am Permalink

    კი კი.. ველოდებიიიი.. მოიცალე !

  5. Kate_AlukaЯD
    15/03/2010 at 2:10 pm Permalink

    მომწონს რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობები.
    არ მომწონს რომ მათ არ ჯერათ სასწაულების და ნიშნების :) იმიტომ რომ მე მჯერა საშილად :) )))

    საკმაოდ საინტერესოა ის რომ ამერიკაში სადაც “ჯადოქრობის” გამო პურიტანები ცეცხლზე წვავდნენ და აწამებდნენ ადამიანებს, ხალხმა დეიზმის მოძღვრება მშვიდად მიიღო.

    ეს მეც მიკვირს ისე მაგრამ ალბათ მათთვის მთავარი იყო რამესთვის რელიგია გეწოდებინა :D

  6. ირაკლი
    17/05/2010 at 2:01 pm Permalink

    მგონი ჩემი თავი აღმოვაჩინე

Hi Stranger, leave a comment:

ALLOWED XHTML TAGS:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Subscribe to Comments