სიცოცხლის ხე

მითოლოგიაში და თანამედროვე რელიგიურ წმინდა წიგნებში ხშირად გვხვდება “სიცოცხლის ხე” ან “სამყაროს ხე” (Tree of Life, World Tree) ხე ყველგან მოხსენიებულია როგორც რაიმე სიბრძნის შეცნობის და დაკავშირებულია სიცოცხლესთან. ოდინმა, სკანდინავიური მითოლოგიის მთავარმა ღმერთმა სიცოცხლის ხეზე 9 დღე და ღამე გაატარა რუნების სიბრძნის მისაღებად. ასევე ძველ აღთქმაში ხე დაკავშირებულია შემეცნებასთან. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი მითოლოგიებიდან.

ქრისტიანობა – ძველი აღთქმა:

9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.

სკანდინავიური მითოლოგია:

“იგდრასილი – ეს არის სამყაროს ხე რომელიც მიდგარდის ცენტრშია. მისი ტოტები ასგარდს წვდება. მთლიანი სამყარო დაყრდნობილია ამ ხეზე. ხეს აქვს სამი ფესვი. ერთი ფესვი ქვესკნელში (ჯოჯოხეთში) ჩადის, მეორე ყინულის გოლიათების სამეფოში და მესამე ადამიანთა სამყაროში.”

ბუდიზმი:

ბოლოს, (ბუდა) ერთი ლეღვის ხის ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა. მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა – ეს გამოღვიძებას ჰგავდა..

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითოლოგია:

“სამყაროს კიდეზე დგას ცხოვრების ხე, რომელიც ვერტიკალურად აერთებს ცას, დედამიწას და მიწისქწვეშა სამყაროს. ჩეჩნების და ინგუშების წარმოდგენების თანახმად, მიწისქვეშა სამყარო ვერტიკალურად შვიდ სხვა სამყაროდ იყოფა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია თითოეული სამყაროს კიდეზე არსებული სოროებითა თუ საიდუმლო გამოქვაბულებით”

ასევე აღსანიშნავია ისიც რომ კავკასიურ მითოლოგიაში ღვთაებები ხალხს ხეების სახით ევლინებოდნენ.

ასევე კელტური მითოლოგიის წარმომადგენელ დრუიდებისთვის ხეები წმინდა იყო და ერთ ერთი ვერსიის თანახმად სიტყვა “დრუიდი” მოდის კელტური სიტყვიდან რომელიც მუხის ხეს ნიშნავს. ნუ ამ შემთხვევაში აქ საუბარია ზოგადად ხეებზე და არა სიცოცხლის ხეზე, მაგრამ საინტერესოა ის რომ სხვადასხვა კუთხის მითოლოგიებში არის საუბარი ერთ ხეზე და ზოგადად ხეებს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები.

ეგვიპტური მითოლოგია:

ხე მოხსენიებულია როგორც ატუმის აკაციის ხე რომელსაც ეგვიპტელი ხალხი სიცოცხლის ხედ მიიჩნევდა. ხე რომელიც სიცოცხლით და სიკვდილით არის გარშემორტყმული.

ასევე სიცოცხლის ხე გვხვდება ასირიულ მითოლოგიაში. თუმცა ეს ტერმინი თანამედროვე მეცნიერების შერქმეულია და ეს რელიგიური სიმბოლოები რომლებსაც მეცნიერები სიცოცხლის ხედ მიიჩნევენ, არწვის თავიან ღვთაებებად არის გამოსახული. ასირიულ წყაროებში არ არის ნახსენები სიცოცხლის ხე, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ რომ ეს სიმბოლოები ხესთან არის დაკავშირებული.

ჩინურ მითოლოგიაში ხე გამოსახულია როგორც ფენიქსი და დრაკონი. დრაკონი ხშირად უკვდავებას წარმოადგენს. ტაოისტურ მოძღვრებაში ნახსენები ატმის ხე რომელიც 3000 წელიწადში ერთხელ ისხამს ნაყოფს. ხის ნაყოფი ადამიანს უკვდავებას ანიჭებს.
1900 წელს არქეოლოგებმა ჩინეთში აღმოაჩინეს 4 მეტრიანი ბრინჯაოს ხე რომელზეც ფენიქსი და დრაკონი ეკიდა. ხის ნაყოფი კი ატამი იყო.

სიცოცხლის ხე ასევე გვხვდება მესოამერიკულ, ინდურ და სხვა მითოლოგიებში და ამის შესახებ შემდეგ პოსტში დავწერ. საკმაოდ საინტერესო ფაქტია ის რომ ამდენ მითოლოგიას ერთი საერთო ხე აკავშირებს.

როდესაც სტატიის წერა დავიწყე, არ მეგონა დიდი თუ გამოვიდოდა რადგანაც მხოლოდ სკანდინავიურ/კავკასიურ მითოლოგიაზე და ძველ აღთქმაზე ვაპირებდი დაწერას. თუმცა სხვა ბევრი მითოლოგიაც შემხვდა რომელიც ერთ პოსტში ვერ ჩავატიე : ) გაგრძელება აუცილებლად იქნება.

Trackback URL

, , , , , , , , ,

No Comments on "სიცოცხლის ხე"

Hi Stranger, leave a comment:

ALLOWED XHTML TAGS:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Subscribe to Comments