ისტორიაში ჯადოქრების წამების და გასამართლების ფაქტები ბევრია. მათ ბრალს დებდნენ სატანის თაყვანისცემაში და წამებისგან გატეხილი ბევრი “კუდიანი” ამას აღიარებდა. ხალხში გავრცელებულ მითებში ჯადოქრობა კვლავ ეშმაკის თაყვანისცემასთან არის დაკავშირებული. თუმცა თანამედროვე ნეო პაგანიზმის მიმდევრები ამას უარყოფენ.
სატანიზმი როგორც ორგანიზებული სექტა მეჩვიდმეტე საუკუნემდე არ გვხვდება. 17ე საუკუნიდან კათოლიკურმა ეკლესიამ მღვდლების დევნა დაიწყო, რომლებსაც ბრალს დებდნენ მაგიური, ბოროტი ძალის გამოყენებაში. ასევე მეჩვიდმეტე საუკუნეში პირველად დაიბეჭდა მაგიის წიგნი The Grimoire of Honorius რომელშიც დაწერილი იყო დემონის გამოსაძახებელი ლოცვები.
მეთვრამეტე საუკუნეში სატანიზმის მიმდევრები ნაკლებად გვხვდება. ინგლისში კლუბ Hellfire ს წევრებს ხშირად მოიხსენიებდნენ სატანისტებად, მაგრამ სერ ფრანცის დაშვუდის მიერ დაარსებული კლუბის წევრები სულაც არ იყვნენ სატანისტები. ისინი უბრალოდ ეწეოდნენ ისეთ ცხოვრებას რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო.
მეცრამეტე საუკუნის ყველაზე გამოჩენილი სატანისტი Joseph Boullan ია. იგი კარმელის ეკლესიის მთავარი მღდელი გახდა და მრევლთან ერთად შავი მაგიის გამოყენება დაიწყო.
კარმელის ეკლესია Eugene Vintras ის მიერ დაარსდა. 1839 წელს ვინტრასმა განაცხადა რომ მას ქონდა ხილვა სადაც მთავარანგელოზ მიქაელისგან და სულიწმინდისგან მიიღო ცნობა რომ მას უნდა დააერსებინა ახალი რელიგია. ( გამოდის რომ სატანიზმი თავად მთავარანგელოზების მიერ ყოფილა შექმნილი
)
ძველი სატანიზმის მიმდევრებს უფრო შავი მაგიის გამო ეძახდნენ სატანისტებს. დაზუსტებით არ ვიცი ისინი თაყვანს სცემდნენ თუ არა ლუციფერს. თუმცა “ბნელი ძალების” გამოყენების გამო ისინი საზოგადოებისთვის სატანისტები იყვნენ.
თანამედროვე სატანიზმი
თანამედროვე სატანიზმის ყველაზე მრავალრიცხოვანი მოძრაობა 60 იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. მორაობის წინამძღოლი ანტონ ლავეი იყო. მან 1966 წელს სან ფრანცისკოში სატანის ეკლესია დაარსა რომელმაც ძალიან მალე მიიქცია მედიის ყურადღება. ეკლესიის სიმბოლოდ ამოტრიალებული პენტაგრამა აირჩიეს რომელსაც ბაფჰომეტს ეძახდნენ. ლავეი რიტუალებისთვის ენოქიურ ენას იყენებდა.
ეკლესიას მალევე გაუჩდნენ მიმდევრები. ისინი ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენელი ოკულტისტები, რასისტები და პოლიტიკოსები იყვნენ. ერთი წლის შემდეგ მათი რიცხვი 25 000 აღემატებოდა და მათ რიგებში გამოჩენილი ადამიანებიც იყვნენ.
70 იან წლებში ეკლესიამ ძალიან ბევრი წევრი დაკარგა. მათ ახალ ორგანიზაციას, სეთის ტაძარს შეაფარეს თავი. თუმცა მთავარი ეკლესია კვლავ სან ფრანცისკოში დარჩა. 1980 წლიდან ეკლესიის წევრების რიცხვმა კვლავ დაიწყო მატება.
1985 წელს 10 წლის ბავშვმა პოლიციას განუცხადა რომ იგი და სხვა რამოდენიმე მისი თანატოლი მოიტაცა უფროსებმა. ბავშვები ლოცვების თანხლებით გააშიშვლეს. შემდეგ კი აიძულეს მოეკლათ ჩვილი. შემდეგ კი მისი სისხლი ძალით დაალევინეს. იმავე წელს რამოდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კალიფორნიის შტატში, მაგრამ ფაქტების უკმარისობის გამო პოლიციას არავინ დაუკავებია.
სატანისტური ეკლესიის და სეთის ტაძრის წევრები რა თქმა უნდა უარყოფენ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას რიტუალების დროს. თუმცა ფაქტია რომ ბოროტების ანგელოზის ფანატიკოსი თაყვანისმცემლები ძალადობას ხშირად იყენებენ.
ქრისტიანული საზოგადოება კი სატანისტებად ყველას რიცხავს. განურჩევლად იმისა სცემენ თუ არა თაყვანს სატანას ისინი. საუკუნეების მანძილზე მაგია ყოველთვის დაკავშირებული იყო ბოროტებასთან. ბოროტება კი სატანასტან. ამიტომაც ყველა ოკულტისტი თუ ჯადოქარი ხალხისთვის მაინც სატანის “მოციქულებად” რჩება : )

26/04/2010 at 12:32 pm Permalink
Good Come-Back !
P.S. ეს სიქიურითი კოდი მოაშორე : )
26/04/2010 at 5:00 pm Permalink
: )
სპამით ივსება მთელი საიტი და მაგიტომ დავაყენე. ადვილია კოდია,რას ერჩი
18/05/2010 at 7:48 am Permalink
ერთი გულაშვილია სატანისტი და მეორე მოძალადე სატანისტები არიან სატანისტები.
არ გეწყინოს, მაგრამ საინფორმაციო პოსტისთვის უბრალოდ ძალიან ბევრი უზუსტობა გაქვს გაპარული.
ჯერ ერთი სატანიზმის კულტი იმ ფორმით როგორც დღესაა მე-2 მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ.
არანაირი კავშირი ლავეის პოლანსკის ფილმთან არ ქონია. ნახე ლავეის ინტერვიუ, ან მაგ ფილმის გადაღების ისტორია – ინტერნეტში არის უამრავი მასალა.
მით უმეტეს არ თამაშობს სატანას მაგ ფილმში. ფილმის Cast ნახე. არ არის ძნელი.
სატანიზმის სექტა არაა. არანაირი გაგებით არც ფილოსოფიურით არც რელიგიიური კუთხით თუ მივუდგებით.
http://bit.ly/bBcR53
და ტრადიციული რჩევა ყველა ბლოგერს (ჩემ თავსაც ვეუბნები) – ვერიდოთ რუნეტს.
18/05/2010 at 9:18 am Permalink
საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა
18/05/2010 at 7:23 pm Permalink
მე მრავალრიცხოვან მოძრაობაზე მიწერია : )
რაც შეეხება ფილმს.. ერთ ერთ საიტზე ვნახე და არ გადამიმოწმებია რატომღაც.მადლობთ შესწორებისთვის. გადავამოწმებ და ამოვიღებ პოსტიდან.
რუნეტზე ბევრი საინტერესო და დიდი ინგლისური ინტერნეტია ამიტომ რუნეტს ძალიან იშვიათად ვიყენებ : )
27/05/2010 at 3:03 am Permalink
სატანისტების დედა მო****ნ
28/05/2010 at 1:11 pm Permalink
რატო, დაგიშავეს რამე? =))
25/06/2010 at 8:49 am Permalink
სატანისტი თუ ვარ ამით ვის რა? : )