სანამ რუნების გამოყენებას დაიწყებთ, კარგად უნდა იცნობდეთ. ამ პოსტში არ არის განხილული რუნების მისტიკურ მნიშვნელობა. გადაიკითხეთ და შეიქმენით ზოგადი წარმოდგენა რუნების სახეობებზე. რუნები გავრცელებული იყო სხვადასხვა ტომებში, ამიტომაც დროთა განმალობაში სხვადასხვა ქვეყნებში სახეცვლილება განიცადა. ადრეული Futhark ეს არის რუნული დამწერლობის უძველესი ვერსია. გავრცელებული იყო გერმანულ და სკანდინავიურ ტომებში. ანბანის სხვა ფორმები ჩამოყალიბდა ადრეული Futhark იდან. [...]
Tag Archive > ნორვეგია
რუნები – Intro
მინდა ცოტა რამ დავწერო რუნების შესახებ. თვითონ რუნები ძალიან დიდი თემაა ამიტომ რამდენიმე ნაწილად დავყოფ და ნელ ნელა დავწერ. (როგორც სკანდინავიურ მითოლოგიას) რუნები არის უძველესი გერმანული ანბანი რომელიც გამოიყენება დამწერლობისთვის, მკითხაობისთვის და მაგიისთვის. რუნები გამოიყენებოდა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიაში,ბრიტანულ კუნძულებზე და ისლანდიაში ქრისტეშობამდე დაახლოებით 100 წლიდან ქრისტეშობიდან 1600 წლამდე. რუნული დამწერლობა ასევე აღმოჩენილია ჩრდილოეთ ამერიკაში რაც [...]
